2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: ვინ დაწყვილდება და ვის ელის განქორწინება?

სა­სიყ­ვა­რუ­ლო ას­ტრო­ლო­გია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მაა და სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის ელის 2022 წელს ქორ­წი­ნე­ბა ან გან­ქორ­წი­ნე­ბა, ვინ შეხ­ვდე­ბა ერ­თა­დერ­თსა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს და ვის ელის რო­მან­ტი­კა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2022 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის.

ვერ­ძი

წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, თუ ეგო­იზმსა და სი­ჯი­უ­ტეს და­ა­მარ­ცხებთ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. ახალ და უკვე არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­ტად მო­გე­თხო­ვე­ბათ კომ­პრო­მი­სი. 2022 წლის ნო­ემ­ბრი­დან თქვე­ნი მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ამ პე­რი­ო­დის­თვის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გქონ­დეთ. ბედ­ნი­ე­რი კავ­ში­რის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი გახ­დე­ბა ნდო­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­დე­ბა ნაკ­ლებ პერ­სპექ­ტი­უ­ლი და უინ­ტე­რე­სო. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მო­ე­რი­დეთ ცბი­ერ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს. არ აპა­ტი­ოთ მას ტყუ­ი­ლი. ამას­თან, გირ­ჩევთ, გა­და­ა­მოწ­მოთ მას­ზე ინ­ფორ­მა­ცია და ისიც, რას გე­უბ­ნე­ბათ. ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ქორ­წი­ნე­ბა, როცა ვე­ნე­რა ვერ­ძში იქ­ნე­ბა 2-27 მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი იქ­ნე­ბა ტყუპ­ში და მხო­ლოდ თქვენ შეძ­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ის გო­ნივ­რუ­ლად მარ­თვას. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ მი­ი­ღებთ კარ­დი­ნა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ნუ და­ი­წყებთ ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას ან ნუ გა­და­წყვეტთ და­შო­რე­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

კურო

თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა და­გეხ­მა­რე­ბათ პი­რად ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. გან­სა­კუთ­რე­ბით 28 მა­ი­სი­დან, როცა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა. 22 ივ­ლი­სამ­დე გა­აქ­ტი­ურ­დით ფლირ­ტის, რო­მა­ნე­ბი­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­დას­ვა­ლე­ბის­თვის. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ახ­ლოვ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან სუ­ლი­ე­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც. უქ­მე­ებ­ზე მა­ინც გან­მარ­ტოვ­დით მშვიდ და რო­მან­ტი­კულ ად­გი­ლას. ერ­თად დას­ვე­ნე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა კი­დევ უფრო შე­გა­კავ­ში­რებთ.

ტყუ­პი

2022 წლის აპ­რი­ლი, ივ­ნი­სი და ივ­ლი­სი სა­უ­კე­თე­სოა ნაც­ნო­ბო­ბი­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლის­თვის. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა სე­რი­ო­ზულ თხის რქას, ორი­გი­ნა­ლურ მერ­წყულს და რო­მან­ტი­კულ თევ­ზებს. თქვე­ნი მე­წყვი­ლე შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­მოქ­მე­დი­თი ნა­ტუ­რა, სა­ინ­ტე­რე­სო ჰო­ბის მფლო­ბე­ლი ან უგ­ზო­უკვლოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. 21 აგ­ვის­ტო­დან ტყუპს მარ­სი ეს­ტუმ­რე­ბა და მო­ი­მა­ტებს სწრა­ფი ნაც­ნო­ბო­ბა, სპონ­ტა­ნუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ კავ­ში­რი ხან­გრძლი­ვი არ იქ­ნე­ბა. თუ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი და მყა­რი ქორ­წი­ნე­ბა გსურთ, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­წყვილ­დით.

კირჩხი­ბი

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით. არ გე­მუქ­რე­ბათ არც მარ­ტო­ო­ბა და არც იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ახალ სა­სიყ­ვა­რულ პარტნი­ო­რებს მარ­ტი­ვად გა­იც­ნობთ და და­უ­ახ­ლოვ­დე­ბით. ხოლო თუ მო­ინ­დო­მებთ, ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზულ­სა და ხან­გრძლივს გახ­დით. გა­იც­ნობთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თქვენს ყვე­ლა კრი­ტე­რი­ულს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ხოლო თუ ვნე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გსურთ, 2022 წელს, ცე­ცხლის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­კავ­ში­რეთ ბედი. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო არ შე­გექ­მნათ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი სამ­სა­ხურ­ში ან ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი. მო­ე­რი­დეთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის გამო ფუ­ლის და­ბან­დე­ბას მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. 18 ივ­ლი­სი­დან 19 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ვე­ნე­რა – სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა კირჩხიბ­ში იქ­ნე­ბა და ეს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ქორ­წი­ნე­ბის­თვის. ვარ­სკვლა­ვე­ბი რო­მან­ტი­კულ ნაც­ნო­ბო­ბას და პა­ემ­ნებს გიმ­ზა­დე­ბენ. ამ პე­რი­ოდ­ში­ვე გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ლომი

პლუ­ტო­ნი­სა და მზის ას­პექ­ტი თავ­ბრუ­დამ­ხვევ თავ­გა­და­სა­ვალს გპირ­დე­ბათ. სა­ი­დუ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­გი­ზი­და­ვენ ან შე­იძ­ლე­ბა, ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნის რე­ჟი­სო­რი თა­ვად გახ­დეთ. გირ­ჩევთ, ვნე­ბის მო­რევ­ში თა­ვით არ გა­და­ეშ­ვათ და არ და­კარ­გოთ კავ­ში­რი რე­ა­ლო­ბას­თან. თუმ­ცა, არც უფრო სიმ­პა­თი­ურ ადა­მი­ან­თან გექ­ნე­ბათ რო­მა­ნი, მით მეტ კონ­კუ­რენ­ტთან მო­გი­წევთ გამ­კლა­ვე­ბა. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და თქვე­ნი მბრძა­ნებ­ლუ­რი ტონი კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა და­შო­რე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ. სა­ბე­დის­წე­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გე­ლით წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, აპ­რილ­ში, ივ­ლის­ში და ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში. სუ­ლი­ე­რი მღელ­ვა­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოც იქ­ნე­ბა და უსი­ა­მოვ­ნოც. თუ მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბებს გა­და­ლა­ხავთ, თქვე­ნი კავ­ში­რი მყა­რი იქ­ნე­ბა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 11 აგ­ვის­ტო­დან 4 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შანს ეს­ტუმ­რე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მდიდ­რულ და თე­ატ­რა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­საც გა­მარ­თავთ.

 

ქალ­წუ­ლი

მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლით შეხ­ვედ­რა ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა თქვენ­გან ხა­სი­ა­თით, ტემ­პე­რა­მენ­ტით; აქვს მდი­და­რი ფან­ტა­ზია და არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ თქვე­ნი ახა­ლი პარტნი­ო­რი ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს. მის გვერ­დით ყოფ­ნას თუ გა­და­წყვეტთ, უნდა და­ა­ფა­სოთ და აპა­ტი­ოთ მცი­რე სი­სუს­ტე­ე­ბი. იყა­ვით გა­აზ­რე­ბუ­ლი და და­ა­რე­გუ­ლი­რეთ სიყ­ვა­რუ­ლი და სამ­სა­ხუ­რი, ოჯა­ხი და კა­რი­ე­რა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლის გამო სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე თქვათ უარი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ი­ღეთ. ნუ ენ­დო­ბით გარ­შე­მო მყო­ფე­ბის რჩე­ვებს. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. მათ შო­რის პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბით 5-28 სექ­ტემ­ბრის პე­რი­ოდ­ში.

სას­წო­რი

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობთ და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევთ. 11-23 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბით, სწო­რედ ამ დროს ეს­ტუმ­რე­ბა თქვენს ნი­შანს ვე­ნე­რაც და მერ­კუ­რიც. იქ­ნე­ბით. ეს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია, რომ მარ­ტო­ხე­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გათ. ხში­რად და­ეს­წა­რით წვე­უ­ლე­ბებს და ნურც გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე იტყვით უარს. 2022 წელი სა­უ­კე­თე­სოა ბუ­დის შექ­მნის, ბავ­შვის გა­ჩე­ნის­თვის. ზო­გი­ერ­თი ახა­ლი ბი­ნის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს. 29 სექ­ტემ­ბრი­დან 22 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მო­ა­წყვეთ დიდი ოჯა­ხუ­რი წვე­უ­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე კარ­გი პე­რი­ო­დია ქორ­წი­ნე­ბის­თვის, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. დი­ნა­მი­კუ­რი და ვნე­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გე­ლით ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს თე­ბერ­ვალ­სა და დე­კემ­ბერ­ში. გან­ქორ­წი­ნე­ბა ქო­ნე­ბის გა­ყო­ფით დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გი­ტანთ.

მო­რი­ე­ლი

პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­იხ­სე­ნოთ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოთ ისი­ნი. გა­ა­ნა­ლი­ზეთ წარ­სუ­ლი, შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი ობი­ექ­ტუ­რად. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ყო­ფილ­თან, თუ გრძნო­ბე­ბი ისევ “ცო­ცხა­ლია”. აპ­რი­ლი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლუ­ტო­ნი თხის რქა­ში იქ­ნე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, აღად­გი­ნოთ ის, რაც და­კარ­გუ­ლი გე­გო­ნათ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქტს, იზ­რუ­ნეთ წყვილ­ში ჰარ­მო­ნი­ი­სა და ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. არ გირ­ჩევთ პარტნი­ორ­ზე ბა­ტო­ნო­ბის უფ­ლე­ბას. რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლუ­ტო­ნის დრო გა­მო­ი­ყე­ნეთ პი­რა­დი ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ნო­ლი­დან აღად­გი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი. ინი­ცი­ა­ტი­ვა და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ კა­რი­ე­რა­ში მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა­ში. ვნე­ბი­ა­ნო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა მო­ი­მა­ტებს 23 ოქ­ტომ­ბრი­დან 15 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფლირ­ტი, პა­ემ­ნე­ბი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სა­ვა­ლი. ქორ­წი­ნე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში ვნე­ბა­სა და ნდო­ბა­ზე იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი

მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო­ში გა­და­ი­ზარ­დოს. გან­სა­კუთ­რე­ბით წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ერთი ნახ­ვით შე­გიყ­ვარ­დეთ. რო­მა­ნი კი გახ­დეს ლა­მა­ზი, რო­მან­ტი­კუ­ლი. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა გე­ლით წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ან იქ, სა­დაც წყლის დიდი ენერ­გი­აა (აუზი, სა­ნა­პი­რო, პლა­ჟი). თუ უკვე გყავთ მე­წყვი­ლე, მე­ტად და­ა­ფა­სეთ და გა­ა­ნე­ბივ­რეთ იგი. ნუ აწყე­ნი­ნებთ მას 28 ივ­ლი­სი­დან 24 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა “დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის” პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი, – თქვე­ნი მმარ­თვე­ლი რეტ­როგ­რა­დულ იქ­ნე­ბა ვერ­ძში. ამ პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი. თქვე­ნი კრი­ტი­კუ­ლი და მკვეთ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მომ­წამ­ვლე­ლი შხა­მი­ვით მოქ­მე­დებს თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­დეთ ერ­თმა­ნეთს.

 

თხის რქა

თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა – სა­ტურ­ნი მო­ი­თხოვს თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბას და ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას. სა­ტურ­ნის ტრან­ზი­ტი მერ­წყულ­ში დიდხ­ნი­ან ოჯა­ხურ კავ­ში­რებ­საც კი გა­მოც­დის სან­დო­ო­ბა­ზე. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს: ეგო­იზ­მი, ტყუ­ი­ლი ან ღა­ლა­ტი. 5 ივ­ლი­სი­დან 23 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით სა­ინ­ტე­რე­სო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გამ­ჟღავ­ნდეს თქვენ­ზე. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია გრძნო­ბე­ბის აფეთ­ქე­ბა და ფლირ­ტი. გარ­და ამი­სა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია შეხ­ვედ­რა ყო­ფილ­თან და ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის აღ­დგე­ნა. არ გირ­ჩევთ პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას. თუ ადა­მი­ანს მავ­ნე თვი­სე­ბე­ბი აქვს, მის გა­მოს­წო­რე­ბას ვერ შეძ­ლებთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით მა­ის­ში, ივ­ნის­სა და დე­კემ­ბერ­ში, სა­სურ­ველ კან­დი­დატს შეხ­ვდე­ბით ამ პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბულ სე­მი­ნა­რებ­ზე, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე, მივ­ლი­ნე­ბის დროს, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სწავ­ლი­სა და ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის დროს.

მერ­წყუ­ლი

2022 წელს ზედ­მი­წევ­ნით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვი­სას. ეს ეხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ორ­საც. ნუ და­უ­კავ­ში­რებთ ბედს სა­ეჭ­ვო და პრობ­ლე­მურ ადა­მი­ა­ნებს. აგ­რეთ­ვე მათ, ვი­საც აქვს ვა­ლე­ბი და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა. არც და­ქორ­წი­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან რო­მა­ნი მო­გი­ტანთ ბედ­ნი­ე­რე­ბას. გა­ზა­ფხულ­ზე ვე­ნე­რა მერ­წყულ­სა და თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა. ზო­გის­თვის შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა მის­ტი­კუ­რი იყოს. სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით სას­წორ­თან, თხის რქას­თან ან თევ­ზებ­თან. თა­ვად შეხ­ვედ­რა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ან ლა­მაზ ად­გი­ლას, ან სიყ­ვა­რუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლის დროს (მაგ., მე­გობ­რის, ნა­თე­სა­ვის ქორ­წი­ლი).

თევ­ზე­ბი

მო­ე­რი­დეთ ინ­ფან­ტი­ლურ და ეგო­ისტ ადა­მი­ა­ნებ­თან და­წყვი­ლე­ბას. აგ­რეთ­ვე მათ­თან, ვი­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში 28 ივ­ლი­სი­დან 4 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბუნ­დოვ­ნე­ბა, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში თევ­ზე­ბის მმარ­თვე­ლი ნეპ­ტუ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­ში რომ არ გა­ეხ­ვი­ოთ და პარტნი­ო­რი უკეთ და­ი­ნა­ხოთ, მო­იხ­სე­ნით “ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე”, მო­ე­რი­დეთ იდე­ა­ლიზმს სიყ­ვა­რულ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ქორ­წი­ნე­ბას, ის არ იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი, თუ პარტნი­ო­რი თქვენ­ზე 12 წლით უფ­რო­სი არაა. ბედ­ნი­ე­რი კავ­ში­რის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ პე­რი­ო­დი 5 აპ­რი­ლი­დან პირ­ვე­ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით, როცა ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში სიყ­ვა­რუ­ლით ტკბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ; შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს კი – ბედ­ნი­ე­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა. კავ­ში­რი იქ­ნე­ბა მყა­რი და ვნე­ბი­ა­ნი.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები