2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი ,,კოდა” გახდა

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი ,,კოდა” გახდა. დრამატული კომედია ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად დაასახელა.

„CODA“ ფრანგული ფილმის რიმეიკია სახელწოდებით „ბელიერების ოჯახი“. ფილმი გამოირჩევა სოციალური სიმძაფრით. ბევრმა  შეიძლება გააიგივოს თავი, ვისაც გვიხდებოდა და გვიხდება არჩევანის გაკეთება პირად კეთილდღეობასა და პასუხისმგებლობას შორის. ფილმის გმირის, 17 წლის რუბის მშობლების და ძმის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გოგონა, აისრულოს მისი ოცნება და ისწავლოს ბერკლის მუსიკალურ სკოლაში, ( გოგონა ოჯახის წევრებისგან განსხვავებით სრული სმენით და მუსიკალური ნიჭით დაიბადა) თუ დარჩეს ოჯახის სმენადაქვეითებულ წევრებთან, რომლებიც თევზაობით ირჩენენ თავს. ეს გადაწყვეტილება მისი ოჯახისთვისაც საბედისწეროა, რადგან მათი ბიზნესი და შემოსავლის წყარო (თევზაობა) შესაძლოა ჩავარდეს.

აღსანიშნავია ისიც,რომ რეჟისორი მუდმივად გვახსენებს, რომ სმენადაქვეითებული ადამიანი არც ჩვენზე უარესი და არც ჩვენზე უკეთესია, მათაც თავიანთი ცხოვრება აქვთ და ეს არ არის ფილმი იმაზე თუ ვინ უნდა შეგვეცოდოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები