2021 წელს მანჩესტერს სახელს შეუცვლიან

82
SHARE

 

​ლანკაშირის საგრაფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 2021 წელს ქალაქ მანჩერსტერს სახელი შეეცვლება და პერსონჩესტერი დაერქმევა.
როგორც საგრაფოში აცხადებენ, საზოგადოების მხრიდან უამრავი საჩივარი დაგროვდა იმის შესახებ, რომ „მანჩესტერი“ ( Manchester) სექსისტური სახელწოდებაა და ქალაქის მცხოვრებთა 85 %-მა მხარი სახელის ცვლილებას დაუჭირა. მათ შორის დადგინდა, რომ საფეხბურთო კლუბებს „მანჩესტერ იუნაითედს“ და „მანჩესტერ სითის“ მიეცემა დამატებითი ექვსი თვე რებრენდინგისთვის.
ქალაქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ „თანამედროვე, მულტიკულტურულ ბრიტანეთში არ არის ადგილი სქესობრივი ქედმაღლობისთვის, როდესაც საქმე ქალაქის იდენტობას ეხება.“
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა განაცხადა, რომ ლონდონის რაიონების სახელები East Ham და West Ham უნდა შეიცვალოს, რადგან ისინი არ შეესაბამება „ვეგანურ, ისლამურ და ებრაულ სენსიტიურობას“ (Ham ინგლისურად ღორის ხორცს ნიშნავს).

FB კომენტარები

კომენტარი