2020 წლის ბოლო თვე – დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი – ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი

პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი პირ­ველ დე­კემ­ბერს გა­და­დის მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში.
14 დე­კემ­ბე­რი – მზის დაბ­ნე­ლე­ბა მშვილ­დო­სან­ში.
12 დე­კემ­ბერს თეთ­რი მთვა­რე ეს­ტუმ­რე­ბა მშვილ­დო­სანს.
ვე­ნე­რა 15 დე­კემ­ბერს და­ტო­ვებს მო­რი­ე­ლის ნი­შანს და გა­დაბ­რძან­დე­ბა მშვილ­დო­სან­ში.
17 დე­კემ­ბერს მერ­წყულ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს სა­ტურ­ნი.
19 დე­კემ­ბერს იუ­პი­ტე­რიც გა­და­ვა მერ­წყულ­ში.
21 დე­კემ­ბე­რი ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა.
21 დე­კემ­ბე­რი – იუ­პი­ტე­რი-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა. ამა­ვე დღეს მზე და მერ­კუ­რი გა­დავ­ლენ თხის რქა­ში
22 დე­კემ­ბე­რი – ურა­ნი-ლი­ლი­ტის შე­ერ­თე­ბა.
30 დე­კემ­ბე­რი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხიბ­ში.
21 დე­კემ­ბრამ­დე მზე მშვილ­დოს­ნის ზო­და­ქო­შია. გი­ლო­ცავთ, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტო ნიშ­ნე­ბო, და­ბა­დე­ბის დღეს. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რე­ბი მი­უ­ხე­და­ვად გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა. მშვილ­დოს­ნის პე­რი­ო­დი კარ­გია თვალ­სა­წი­ე­რის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, გა­სა­ვი­თა­რებ­ლად და გა­საღ­რმა­ვებ­ლად. გა­მო­ნა­ხეთ დრო სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც. დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა მერ­კუ­რის გა­დას­ვლა მშვილ­დო­სან­ში. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის, ახა­ლი სფე­რო­ე­ბის შეს­წავ­ლა. სუ­ლი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. უცხო ენის შეს­წავ­ლა. გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა უცხო­ელ მე­გობ­რებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან. სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია…

თეთ­რი მთვა­რე 7 თვე იყო მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში და ახლა, 12 დე­კემ­ბერს გა­და­ვა მშვილ­დო­სან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2021 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე. მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­კუ­თა­რი თა­ვის, ში­ნა­გა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლის უკეთ გა­გე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს გუ­ლუხ­ვო­ბის სურ­ვი­ლი, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა.

14 დე­კემ­ბერს , 20:13 სა­ათ­ზე ვე­ლო­დე­ბით მზის სრულ დაბ­ნე­ლე­ბას მშვილ­დო­სა­ნის ოც­და­მე­ო­თხე გრა­დუს­ში. ამ დღეს პლა­ნე­ტე­ბი არ ქმნი­ან მა­ინ­ცდა­მა­ინც კარგ ას­პექ­ტებს. ამი­ტომ, ნუ ეც­დე­ბით საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც ხელს გიშ­ლით სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი მა­მას­თან, ვაჟ­თან, ქმარ­თან, უფ­როს­თან (ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა) მი­მარ­თე­ბა­ში. მო­ი­მა­ტებს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა, ჩახ­ლარ­თუ­ლო­ბა. ეცა­დეთ, არა­ვინ მო­ა­ტყოთ, არ გა­ავ­რცე­ლოთ ჭო­რე­ბი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი (თა­ვა­დაც გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა ცნო­ბა და ამ­ბა­ვი). ამ დღეს მო­ე­რი­დეთ მათ­რო­ბე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­ღე­ბას. არ გირ­ჩევთ სა­ეჭ­ვო ფი­ნან­სურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას.

15 დე­კემ­ბერს სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა გა­და­ვა მშვილ­დო­სან­ში (და აქ დარ­ჩე­ბა 2021 წლის 8 იან­ვრამ­დე). აქ მას აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი. ქა­ლებს მო­უნ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ვე­ნე­რა მშვილ­დო­სან­ში არის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის, ელი­ტა­რუ­ლო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. აქვს იდე­ა­ლი­ზე­ბის სურ­ვი­ლი. საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი პე­რი­ო­დია. ვე­ნე­რა მცი­რე ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მშვილ­დოს­ნის მარ­თვე­ლი და მისი მას­პინ­ძე­ლი იუ­პი­ტე­რი კი – დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც.

17 დე­კემ­ბერს სა­ტურ­ნი გა­და­ი­ნაც­ვლებს მერ­წყულ­ში (აქ იქ­ნე­ბა 2023 წლის 7 მარ­ტამ­დე). აქ ის ერთხელ უკვე იყო წელს – 22 მარ­ტი­დან 2 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე დღე­ში აქვე გა­დაბ­რძან­დე­ბა და იუ­პი­ტე­რიც და მოხ­დე­ბა მათი შე­ერ­თე­ბა, რაც გლო­ბა­ლურ ცვლი­ლე­ბებს მოგ­ვი­ტანს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში. მე­ტად გან­ვი­თარ­დე­ბა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. სა­ტურ­ნი არის კონ­ტრო­ლი, მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი, ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერთ ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და­წეს­დე­ბა კონ­ტრო­ლი. აგ­რეთ­ვე, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, შე­იქ­მნას ახა­ლი წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი. ვინც წელს ვერ შეძ­ლო ინ­ტერ­ნე­ტის ათ­ვი­სე­ბა და ონ­ლა­ინ­მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დას­ვლა, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ეს სფე­რო­ე­ბი მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა. მერ­წყუ­ლი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნი­შა­ნი და მას­ში სა­ტურ­ნის გა­დას­ვლა მი­უ­თი­თებს, რომ შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ი­ზღუ­დოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა… თუმ­ცა, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის პლა­ნე­ტა – იუ­პი­ტე­რის გა­დას­ვლა მერ­წყულ­ში (აქ დარ­ჩე­ბა 2021 წლის 18 ოქ­ტომ­ბრამ­დე) ცო­ტა­თი შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქებს სა­ტურ­ნის აკ­რძალ­ვებ­სა და შე­ზღუდ­ვებს. იუ­პი­ტე­რი მა­ინც სა­ჩუქ­რე­ბი და ოპ­ტი­მიზ­მია და იმე­დია, მკაცრ სა­ტურნს შე­არ­ბი­ლებს.

21 დე­კემ­ბერს 14:02 სა­ათ­ზე ვე­ლო­დე­ბით ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბას . ეს იქ­ნე­ბა წლის ყვე­ლა­ზე დიდი ღამე და მოკ­ლე დღე . მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო დღეა. ამ დღეს ხდე­ბა სა­ტუ­ნი­სა და იუ­პიტ­რის შე­ერ­თე­ბა 22:20 სა­ათ­ზე, მერ­წყუ­ლის პირ­ველ გრა­დუს­ში. მე­ო­რე დღეს კი კუ­რო­ში ვე­ლო­დე­ბით ურა­ნი-ლი­ლი­ტის შე­ერ­თე­ბას. მო­ლოდ­ნე­ლო­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თა­ნაც, კურო კი ფულ­თან, სა­ბან­კო სის­ტე­მებ­თან. ლი­ლი­ტი არის ში­შე­ბი, ფა­რუ­ლი მტრე­ბი, გაფრ­თხილ­დით, უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ამ სფე­რო­ებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

23 დე­კემ­ბერს არ გირ­ჩევთ აგ­რე­სი­უ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნას, რად­გან ამ დღეს ომის პლა­ნე­ტა მარ­სი კონ­ფლიქ­ტშია პლუ­ტონ­თან – ღრმა ტრანსფორ­მა­ცი­ებ­თან, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან. ასე­თი ას­პექ­ტი წელს უკვე ორ­ჯერ გვქონ­და: 13 აგ­ვის­ტოს და 9 ოქ­ტომ­ბერს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ დღე­ებ­ში, რათა აი­რი­დი­ოთ მო­რი­გი უსი­ა­მოვ­ნე­ბა.

დე­კემ­ბერ­ში გვაქვს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი: პირ­ვე­ლია 11-15 დე­კემ­ბე­რი (პი­კია 13-ში) – არ შე­ი­ძი­ნოთ არა­ფე­რი, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, არ და­გეგ­მოთ საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. მე­ო­რე პე­რი­ო­დი – კარ­გი სა­ყიდ­ლე­ბის­თვის გვექ­ნე­ბა 22-28 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით 25 და 28 დე­კემ­ბერს. შე­ი­ძი­ნეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, გა­ჯე­ტე­ბი.

თვის მოვ­ლე­ნებს და­ას­რუ­ლებს 30 დე­კემ­ბე­რის 7:28 სა­ათ­ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხი­ბის მე-9 გრა­დუს­ში. ამ დღეს ემო­ცი­უ­რო­ბა იმა­ტებს. ეცა­დეთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე. არ ღირს ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ყვე­ლა ოჯა­ხურ საქ­მეს მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით, ყვე­ლას და­ა­პუ­რებთ და სა­ჩუქ­რებ­საც მო­უმ­ზა­დებთ. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი უსაქ­მუ­რად გა­ა­ტა­რეთ, სუ­ლი­ე­რად და­ის­ვე­ნეთ. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის მი­მართ. რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნებს, დღე საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია. მო­ე­რი­დეთ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს, ემო­ცი­უ­რო­ბას. მო­ი­მა­ტებს მგრძნო­ბე­ლო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა. არა­ვინ (და არც სა­კუ­თა­რი თავი) არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ თქვენს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში. გახ­სოვ­დეთ, რომ ცუდი პე­რი­ო­დი მალე გა­ივ­ლის და ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბით შე­გეც­ვლე­ბათ. იყა­ვით რბი­ლი და თბი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ოჯახ­ში, ახ­ლობ­ლებ­თან.

გი­სურ­ვებთ მშვიდ, ბედ­ნი­ერ თვეს რათა ასე­ვე შეხ­ვდეთ ახა­ლი 2021 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები