2020 ანგელოზის რიცხვია, რომელსაც ჯადოსნური ძალა აქვს – ბედნიერი წელი იწყება

ზოგიერთ რიცხვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს. ნუმეროლოგებს სჯერათ, რომ კონკრეტული რიცხვი ადამიანისთვის ბედნიერების, ან პირიქით უბედურების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ახლა სწორედ ისეთი წელი მოდის:

ნუმეროლოგების მტკიცებით, დაუვიწყარი და ყველაზე წარმატებული წელი იწყება.

ანგელოზის რიცხვი

2020–ს „ანგელოზის რიცხვს“ უწოდებენ. ეს რიცხვი 2–ის და 0–ის კომბინაციითაა შექმნილი და ნუმეროლოგების აზრით, განსაკუთრებულ ძალას ატარებს. 2 ასოცირდება ურთიერთობებთან, ინტუიციასთან და ცხოვრების მიზანთან. 0 დაკავშირებულია სამყაროსა და ადამიანს შორის სულიერ კავშირთან. ამბობენ, რომ 2020 ცხოვრებაში ახალი თავის დასაწყისის, ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოა.

რას უნდა ელოდოთ 2020 წლისგან?

პირველ რიგში, ელოდეთ წარმატებას სიყვარულში. ამ კუთხით თქვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. ახალ ცხოვრებას დაიწყებთ. ვინაიდან 2020 განახლებასთანაა დაკავშირებული, ეს ნიშნავს, რომ წყვილების ურთიერთობა ახალი ენერგიით აივსება, ან რთულ ურთიერთობას თავს დააღწევთ და ბედს სულ სხვა ადამიანს დაუკავშირებთ. თუ მარტოხელა ხართ, გამორიცხულია, რომ 2020–ის გავლენით ნამდვილი სიყვარული არ იპოვნოთ. უფრო მეტი ნდობა გაგიჩნდებათ ადამიანებისადმი და რაც მთავარია, ეს ნდობა უმეტეს შემთხვევაში გაამართლებს.

ბრიტანელი ნუმეროლოგი, ჯული გიგლი ამბობს, რომ ადამიანები 2020–ის ჯადოსნურ ძალას წლის დასაწყისიდანვე იგრძნობენ.

ჯული გიგლი, პირველ რიგში, გვირჩევს, რომ არ მივეცეთ სასოწარკვეთას, არ ვიყოთ პესიმისტები, რადგანაც „ანგელოზის რიცხვის“ გავლენით 2020–ში ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება. ნუმეროლოგი ამბობს, რომ ამ წელს რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა გავაკეთოთ, ბევრი უნდა გავცეთ და სამყარო ყველაფერს გაასმაგებულად დაგვიბრუნებს. ცუდი წელი იქნება ძუნწი ადამიანებისთვის, ხოლო მათ, ვინც ბევრს დახარჯავს, ფული არ გამოელევა და შემოსავლის რამდენიმე ახალი წყარო გაუჩნდება.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ 2020–ის პოზიტიური ძალა თქვენზე გადმოვიდეს?

რიცხვი 2020 ამობეჭდეთ და გააკარით ისეთ ადგილას, სადაც ხშირად დაინახავთ. შეგიძლიათ ე.წ. სტიკერიც დააკრათ ტელეფონის უკანა კორპუსზე. ასე რიცხვის განსაკუთრებული ძალა თქვენზე გადმოვა და სასიამოვნო, პოზიტიური ენერგიით დაიმუხტებით.

ჯული გიგლის თქმით, 2020 ძალიან ძლიერი რიცხვია და კარგი ის არის, ის ძირითადად პოზიტიური ენერგეტიკითაა დამუხტული. როდესაც ცხოვრებაში ეს რიცხვი შემოდის, უნდა ენდოთ ინტუიციას, ირწმუნოთ საკუთარი თავის და იმოქმედოთ სპონტანურად, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, წარმატება გარდაუვალია. 2020 წელს ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებას მიიღებს.

ნუმეროლოგის მთავარი რჩევა:

დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, ეცადეთ, გარშემო მყოფებს გული არ ატკინოთ. იყავით ხელგაშლილები, სპონტანურები და სამართლიანები და თავადაც დარწმუნდებით, რომ სამყარო ცხოვრების ყველა მიმართულებით სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიწყობთ.

mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები