2020 წლისათვის პარიზი „ჭკვიანი ქალაქი“ გახდება

112
SHARE

პარიზის მერმა ანა ჰიდალგომ წამოიწყო ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც პარიზი 2020 წლისათვის ციფრული და საკომუნიკაციო ცხოვრების ქალაქი გახდება. პროექტის პრეზენტაცია 26-27 მაისისთვისაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით ქალაქის ყველა საცხოვრებელი ელემენტი, შენობები, გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაკავშირებული იქნება სხვადასხვა სენსორით, რათა ბაზაში მათზე ინფორმაცია შეგროვდეს.
“ჩვენი ლოგიკა ასეთია, ჩვენ არ გვინდა ციფრული ტექნოლოგიები გამოვიყენოთ ქალაქის მაცხოვრებლების სათვალთვალოდ. პირიქით, ჩვენ გვინდა მაცხოვრებლებისთვის იყოს მეტი ინფორმაცია, რათა მათ შეძლონ უფრო აქტიური ცხოვრება”, – განაცხადა ურბანული დაგეგმარების უფროსმა ჟან-ლუი მისიკამ. ასე, რომ 2020 წლისათვის ქალაქში იმუშავებს უფასო wi-fi, იქნება ფეხით, ველოსიპედით და ელექტრომანქანებით სასიარულო ადგილები. პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ რაიონში სმარტფონებისა და ინტერნეტის საშუალებით. ასევე 2015 წლის ივნისის შემდეგ პარიზის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია და მერიის პროექტები ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

FB კომენტარები

კომენტარი