„2020 წელს დაბადებული ბავშვები მომავალი მსოფლიო ლიდერები იქნებიან“ – ასტროლოგი

297
SHARE

გადაცემა „სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ 2020 წლისა და ზოგადად ვირთხის წელიწადის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, დამდეგი წელი წარმატებული იქნება შრომისმოყვარე ადამიანებისთვის და თითოეულმა ადამიანმა ოცნებები რეალობად უნდა აქციოს:

“ვირთხის წელი 31 დეკემბერს არ დადგება, ის 25 იანვარს შემოვა და ზოგადად, ასტროლოგიური ახალი წლის დადგომა ყველა ადმიანისთვის ინდივიდუალურია. მისი დადგომა ყველა ადმიანის დაბადების თარიღზეა დამოკიდებული. ვირთხა ძალიან მშრომელი და გამჭრიახია, ყველა ის ადამიანი, რომელიც ნაკლებად ცხოვრობს ილუზიებით და მოლოდიებით, მინდა ვუთხრა გაუმართლებთ. დროა ოცნებები მიზნებად ვაქციოთ და მიზნები უკვე შერულებადია. ასეთი წელი ათასწლეულებში და ასწლეულებში ერთხელ დგება. ეპოქალური პლანეტების ალიანსი გველის ამ წელს. 2020 წელს დაბადებული ბავშვები იქნებიან მომავალი მსოფლიო ლიდერები”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი