2019 წლის იდეალური პერიოდები ქორწინებისთვის

1473
SHARE

2019 წელს სიყვარულისა და ბედნიერებისთვის სამი ძალზე ხელსაყრელი ასტროლოგიური პერიოდი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული წყვილები ქორწილისთვის უმეტესად თბილ სეზონს არჩევენ, წელს ზაფხულის თვეები რთულია ასტროლოგიური თვალსაზრისით, ამიტომ აპრილის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე რამე ახლის წამოწყება არ ღირს. ეს ეხება საქმეებს, პროექტებს, ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებს.
ხელსაყრელი პერიოდებია თებერვალი, მარტი და პერიოდი აპრილის შუა რიცხვებამდე, შემდეგ უკვე – სექტემბრის შუა რიცხვებიდან წლის ბოლომდე.
დაწვრილებით გაეცანით სამ ასტროლოგიურ პერიოდს, რომლებიც სიყვარულისა და ქალის ბედნიერების პლანეტის – ვენერას მფარველობით ჩაივლის.
ვენერასა და სატურნის შერწყმა
31 იანვარი – 24 თებერვალი, 21 ნოემბერი – 15 დეკემბერი
კარგი ვარსკვლავური კომბინაციაა წყვილებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია, იცნობენ ერთმანეთს. სატურნი გარკვეული კონსერვატიზმის, პატივისცემის ნიმუშია. ვინც წელიწადზე ნაკლები დრო იცნობს ერთმანეთს, სჯობს, ამ პერიოდში ქორწინებისგან თავი შეიკავოს. ეს დრო ახალი ურთიერთობებს ნაკლებად წაადგება, ხოლო მათთვის, ვისაც დიდი ხანია, უყვართ ერთმანეთი, ენდობიან ერთმანეთს და მათთვის ქორწინების გაფორმება მხოლოდ ფორმალობაა, ძალიან კარგი დროა, განამტკიცონ ურთიერთობები ქორწინების რელიგიური რიტუალით. სატურნი მფარველობს რელიგიას, ერთგულებას, ფიცს, ამიტომ თქვენს ქორწინებაზეც პოზიტიურ ზემოქმედებას მოახდენს.
ვენერა თევზების თანავარსკვლავედში 16 აპრილი – 10 მაისი
სიყვარულის პლანეტა თავისი ეგზალტაციის ნიშანში კარგი განლაგებაა. ამ განლაგების შეფერხება ნაწილობრივ შეუძლია იუპიტერისა და სატურნის რეტროგრადულ სვლას, ასევე სატურნის პლანეტა კეტუსთან შერწყმას, რადგან ეს დააბრკოლებს ვენერას ვიბრაციას, სიმსუბუქესა და სპონტანურობას. მაგრამ შესაძლებელია ვენერას ენერგიაზე დაყრდნობა და ამ პერიოდის დადებითად, პრობლემების გარეშე გავლა.
ვენერა სასწორის თანავარსკვლავედში 4-28 ოქტომბერი
ასტროლოგების აზრით, ეს ყველაზე იდეალური პერიოდია 2019 წელს ოფიციალური ქორწინებისთვის. გამოიყენეთ მისი ძალა საზეიმო ცერემონიისთვის, საქორწინო მოგზაურობისთვის. ოქტომბერში შეყვარებულების გულები ძალუმად აძგერდება და ბედნიერების ტალღით დაიფარება. წყვილები თავს უბედნიერესად იგრძნობენ, ანუ მათი თანაცხოვრება მშვენივრად დაიწყება.

წყარო:https://sputnik-georgia.

FB კომენტარები

კომენტარი