ამერიკელი მომღერლის, კამილა კაბელიოს „Havana“ 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი სიმღერა გახდა. ამის შესახებ საერთაშორისო მუსიკალური ფედერაციის საიტზეა ნათქვამი. კუბაზე დაბადებულმა კაბელიომ ეს ჰიტი რეპერ Young Thug-თან კოლაბორაციაში ჩაწერა.
„Havana“-ს 19 მილიონი ერთეული გაიყიდა. მან რეიტინგის ვერცხლის პრიზიორს -კანადელი რეპერის დრეიკის ჰიტს – God’s Plan 3,7 მილიონი ეგზემპლარით გაუსწრო.
ლიდერების სამეულის მესამე ადგილს ბრიტანელი მუსიკოსის ედ შირანის კომპოზიცია Shape Of You იკავებს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები