2018 წლის მთავარი ფერი დასახელდა (ფოტოკოლაჟი)

მოდის ექსპერტებმა 2018 წლის მთავარ ფერად ულტრაიისფერი დაასახელეს. ეს არჩევანი არა შემთხვევით არამედ სოციალურ გამოკვლევების წყალობით გაკეთდა.
პანტონეს ინსტიტუტის 10 სპეციალისტი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა, რათა ტანსაცმელში, კოსმეტიკაში, საკვებში, ყვავილებში, მანქანებში და ასე შემდეგ ფერადი სიგნალები​ მოეძიათ. პანტონეს ინსტიტუტის დირექტორის, ლეატრი ეისმანის აზრით, ულტრაიისფერი ერთერთია იმ რთული ფერებიდან, რომლის მისაღებადაც ერთმანეთს უნდა შეერიოს ორი დიამეტრულად განსხვავებული ფერი – წითელი და ლურჯი. ეისმანი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფერის სასარგებლოდ არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ ის გამოხატავს იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა მსოფლიოში ხდება და ასევე, ულტრაიისფერი გახდება სიმბოლო მომავალ წელს უკეთესი ცვლილებებისა და იმედისა.
ულტრაიისფერი უკვე გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოდიუმებზე წარმოდგენილ შემოდგომის კოლექციებში, ისეთ ბრენდებში, როგორიცაა: Balenciaga, Gucci, Marni, Loewe, Marc Jacobs და სხვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები