2017 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი – გაიგეთ წინასწარ რა გელოდებათ მომავალ წელს

ვერძი(21 მარტი-19 აპრილი)

დამსახურებული დასვენება!

დადგა დრო ამ ნიშნის წარმომადგენლებმა თავს უფლება მისცეს და შეუპოვარი შრომის შედეგად მიღებული ნაყოფით ისიამოვნონ. კარგად დააკვირდით თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და გამოუყენეთ ყველა შანსი კარიერაში წინ სვლისთვის.

კურო (20 აპრილი-20 მაისი)

დადგა დრო მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან!

ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, არ იძლევიან გარანტიას, რომ ყველაფერი შეუფერხებლად ჩაივლის, მაგრამ გადატანილი ემოციური და მატერიალური დანაკარგების გამო, სრულიად შესაძლებელია მიიღოთ კარგი კომპენსაცია.

ტყუპები (21 მაისი-20 ივნისი)

პოზიტიური დროა!

მამლის წელი აღსავსე იქნება სასიხარულო შთაბეჭდილებებითა და წარმატებულად დამთავრებული საქმეებით. ამას ყველაფერში იგრძნობთ.

კირჩხიბი (21 ივნისი-22 ივლისი)

დაემშვიდობეთ მძიმე ტვირთს.

ფორტუნა შეგახვედრებთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ერთგული მეგობრები გახდებიან და  დაგეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში.

ლომი (23 ივლისი- 22 აგვისტო)

ყველაფერი თავისით მოვა.

მოვლენების ასეთი დაწყობა, როცა ყველაფერი თავისით მოვა, თავიდან ცოტათი შეგაცბუნებთ. ბედი კი გაჩუქებთ უამრავ გაუთვალისწინებელ სიტუაციას, რომლებსც კეთილი დასასრული აქვთ.

ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)

გამბედაობა გაიმარჯვებს განსაცდელზე!

გამბედაობა დაეხმარება ქალწულებს დაძლიოს განსაცდელები, რომლებიც მამალმა უხვად მოუმზადა. უკეთესია აირჩიოთ ეშმაკური ტაქტიკა და გამოიყენოთ მოვლენების სვლა თქვენს სასარგებლოდ.

სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი)

ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით!

ბედი გარგუნებთ უამრავ შანსს საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ოღონდ გამოავლინეთ ძალისხმევა, გამბედაობა და დამოუკიდებლობა.

მორიელი (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი)

დიდი ცვლილებების ზღურბლზე.

მორიელებს შეიპყრობს ცვლილებების ქარი, მას გაუჩნდება სურვილი დატოვოს წარსულში ძველი კოლეგები, უინტერესო სამსახური, და შემოუშვას თავის ცხოვრებაში გარდაქმნების ტალღა.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი-21 დეკემბერი)

უამრავი პერსპექტივა.

ვარსკვლავები მშვილდოსნების მხარეს არიან. ისინი შეძლებენ შეხედონ გაჩენილ პრობლემებს გვერდიდან, რაც დაეხმარებათ, ნერვებისა და დროის შენარჩუნებით, მარტივად გადაწყვიტონ სირთულეები.

თხის რქა (22 დეკემბერი-19 იანვარი)

დროა გაერკვიოთ საკუთარ თავში!

თავდაპირველად გაერკვიეთ საკუთარ თავში. ახალი ხედვა სამყაროზე გაგახარებთ, ყველაფერი დაიწყებს შეცვლას, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

მერწყული (20 იანვარი-18 თებერვალი)

ეს თქვენი წელია!

2017 წელი – თქვენი წელია! საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები და ამ პერიოდში მბრძანებელი მამალი, სულიერად ძალიან ახლოს არიან.

თევზები (19 თებერვალი-20 მარტი)

სტაგნაციის (შეფერხების) დასასრული!

2017 წელი ბევრ რამეში იქნება მნიშვნელოვანი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ცხოვრებაში მთავრდება სტაგნაციის პერიოდი, რომელიც გრძელდებოდა თითქმის 10 წელი. ისინი თითქოს გამოიღვიძებენ და იგრძნობენ ენერგიის წარმოუდგენელ მოზავებას.

წყარო: http://www.pomada.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები