2017 წელს საქართველოში 32 ტონა პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.
სულ გასულ წელს ქვეყანაში $849,000-ის ღირებულების კონტრაცეპტივები შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტია.
რაც შეეხება ამ პრეზერვატივების წონას, ფინანსთა სამინისტრო მის შესახებაც ფლობს ინფორმაციას.
სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) საერთო წონამ შეფუთვასთან ერთად 32,000 კილოგრამი შეადგინა.
იმპორტში ლიდერობენ გერმანია – 8 ტონა, ჩინეთი – 6 ტონა და რუსეთი 4.9 ტონა.
ადგილობრივი წარმოების შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა არ მოიძებნება.

წყარო: ტაბულა

კომენტარები

სხვა სიახლეები