2017 წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმი გამოვლინდა

124
SHARE

ჟურნალ „Rolling Stone“-ის ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმი ჯულიო დიუკორნოს „უმი“ გახდა, რომელიც სტუდენტ-კანიბალების შესახებ მოგვითხრობს.
ფილმი ამ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია და ის კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ფედერაციის პრიზი კანის კინოფესტივალზე მიიღო, სადაც სამ ნომინაციაზე იყო წარმოდგენილი. რეიტინგის მეორე ადგილზე გავიდა ამერიკული ჰორორი „შორს“, რომლის რეჟისორიც ჯორდან პილია.
ფილმში მოთხრობილია შავკანიანი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც მისი შეყვარებულის მდიდარ და რასისტ მშობლებს გაიცნობს.
მესამე ადგილზეა ავსტრალიელი რეჟისორის ბენ იანგის ფილმი „სიყვარულის მაძებრები“, რომლის სიუჟეტის მიხედვით, მანიაკი და მისი მეგობარი ქალი იტაცებენ, აუპატიურებენ და კლავენ უფროსკლასელ გოგონებს.

FB კომენტარები

კომენტარი