ინგრედიენტები:
ყველი – 150 გრ.
მოხარშული კვერცხი -3 ცალი,
შემწვარი ქათმის ფილე – 2 ცალი,
ხახვი -1ცალი,
ვაშლი – 2 ცალი,
მაიონეზი – 3 სუფრის კოვზი,
კაკალი, პილპილი, მარილი.
მომზადების წესი: ხახვი, ქათმის ფილე და კვერცხი წვრილად დავჭრათ, ვაშლი გავფცქვნათ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. სალათას დავუმატოთ. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, სალათას შევურიოთ. შემდეგ მარილი და პილპილი მოვაყაროთ. მაიონეზი მოვასხათ. კაკალი გავატაროთ, ყველი წვრილ სახეხზე გავხეხოთ. თეფშზე სალათა მოვათავსოთ და მაიმუნის თავის ფორმა მივცეთ. სახე გახეხილი ყველით, თმა და ყურები გატარებული ნიგოზით დავუფაროთ, ცხვირი, თვალები და ღიმილი ზეთისხილით გავუკეთოთ.
სხვა სიახლეები