გაიგეთ, რა გელოდებათ მომდევნო წელს სასიყვარულო ფრონტზე – ნაზი, რომანტიკული სიყვარული, გიჟური ლტოლვა თუ ვნების ნამდვილი სიმფონია.
ვერძი
განვლილ წელთან შედარებით დამდეგი ახალი წელი სიყვარულის მხრივ მეტ სიხარულს მოგანიჭებთ. თუმცა ინიციატივის საკუთ თავზე აღება, მაინც თქვენს პარტნიორს მოუწევს. მაისის ბოლოს აუცილებლად ისაუბრეთ თქვენს მომავალ ურთიერთობაზე, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა ორივესთვის. პასუხზე ფიქრში მთელ ზაფხულს გაატარებთ და გადაწყეტილების მიღება საკმაოდ გაგიჭირდებათ, მაგრამ საბოლოოდ, წლის ბოლომდე აუცილებლად გადაწყვეტთ.
კურო
2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი კუროს ცხოვრებაში ცვლილებებს ჰპირდება. ბედი მოულოდნელ საშუალებებს გაგიხსნით. გაზაფხულზე ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რაც თქვენს სამეგობრო წრეს კიდევ უფრო გაზრდის. შესაძლოა, მომდევნო კვირას შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც დამეგობრდებით, საშემოდგომოდ კი ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებთ. ეს რომანზე მეტი იქნება, რადგან აქ ბედისწერის ხელი ურევია. ნუ შეგეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი და უბრალოდ გიხაროდეთ მომხდარის.
ტყუპი
თითქოს რაღაც გამუდმებით გაბრუნებთ წარსულში. როცა აპრილში თვენს ერთ-ერთ ძველ რომანს გაიხსენებთ, აღმოჩნდება, რომ გარშემომყოფებისთვის ეს ისტორია, ჯერ კიდევ აქტუალურია. კიდევ ერთი გამოცდა ზაფხულის ბოლოს გელოდებათ, დაგარწმუნებენ, რომ დროა გადაწყვეტილება მიიღოთ. ივლისში გრძნობებისა და ფიქრების დაუფარავად გამოხატვას დაიწყებთ და საბედნიეროდ სექტემბრისთვის ყველაფერი დასრულდება. ამ პერიოდისთვის ახალი რომანი გელოდებათ, ან ძველი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ და წლის ბოლოს ახალ ნაბიჯს გადადგამთ.
კირჩხიბი
2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის ბუნდოვანი მოვლენებით დაიწყება, რაც იანვარსა და თებერვალში გახდება ნათელი. ამ ურთიერთობაში ეჭვი შეგეპარებათ და გაცილებით მიმზიდველი იქნებოდა, თუ მეტ მღელვარებასა და ვნებას შეიძენდა. გამუდმებით კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. მარტში მიხვდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ და ივნისამდე დატკბებით ამ სიამოვნებით. ნოემბრისთვის ძველ ურთიერთობაში ეჭვი შეგეპარებათ და საკუთარ თავთან შეკითხვებს კვლავ გააგრძელებთ.
ლომი
რომანტიკული ურთიერტობების წელი დგება, თუმცა ზაფხულამდე შესაძლოა, ვერ იგრძნოთ. ურთიერთობის გამყარებისთვის წყვილს ძალისხმევა დასჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით კი საერთო გზას იპოვიან. სირთულეები მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაგაახლოვებთ. წლის ბოლოს კი ერთმანეთს გამოუტყდებით, რომ ბედნიერი ხართ.
ქალწული
სასიამოვნო მღელვარება გელოდებათ. შესაძლოა, ახალი რომანი გელით, ან იქნებ კვლავ დაფიქრდეთ, რას ელოდებით თქვენი ურთიერთობისგან. მნიშვნელოვანი იქნება სექსტემბერი. შანსი მოგეცემათ, საბოლოოდ შეცვალოთ ჩვეული ურთიერთობები. იმედს გაქვთ, რომ ახლა ის უფრო მნიშვნელოვანი და ვნებებით სავსე იქნება. მართალი ხართ – ასეც იქნება ყველაფერი!
სასწორი
2016 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. წლის დასაწყისში არაფერი გემუქრებათ. სექტემბერში კი პირადი მოთხოვნილებები გაიზრდება. იქნებ, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომანი ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, თუ ასე არ აღმოჩნდება, დროა, დაშორდეთ და უკეთესი ეძებოთ. ნებისმიერ შემთხვევაში პლანეტები გპირდებიან, რომ წლის ბოლოს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი იქნებით.
მორიელი
2016 წელი თქვენს სასიყვარულო ჰოროსკოპში სერიოზულ კორექტივებს შეიტანს. მარტი და თებერვალი ძალიან ემოციური იქნება, მღელვარებას ნოემბერიც მოგიტანთ. მოულოდნელი მოვლენა დაგაფიქრებთ თქვენს ურთიერთობაზე. შესაძლოა, ბედმა ალტერნატივაც შემოგთავაზოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც გაგიჭირდებათ. ზაფხულის ბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. შესაძლოა, დარჩენა არჩიოთ, მაგრამ ურთიერთობას უკეთესობისკენ მიმართავთ.
მშვილდოსანი
ნახევარ წელს წარსულთან დაბრუნების მცდელობაში გაატარებთ, წლის მეორე ნაწილს კი ამ ურთიერთობის საბოლოოდ დასრულებას მოანდომებთ. ან იქნებ, ვიდრე ურთიერთობას გაწყვეტდეთ კვლავ გაგიჩნდეთ სიმპათია და აღადგინოთ ძველი. რაც არ უნდა მოხდეს, ზაფხულისთვის ყველაფერი დალაგდება, ურთიერთობებსაც მოუყრით თავს და ბედნიერი მომავლისთვის მოემზადებით. მშვილდოსნებისთვის სწორი გადაწყვეტილაბაა – გაბედულად და უკან მოუხედავად იყურონ წინ. წლის ბოლოს წარსულთან დამშვიდობების რეალური შანსი მოგეცემათ.
თხის რქა
თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებებია დაგეგმილი. ივნისში თქვენს შორის ვნება შესაძლოა, განელდეს და ახალი ძალისხმევის გამოყენება მოგიხდებათ. თუმცა ვენერა, სიყვარულის ქალღმერთი, წლის ბოლოს კვლავ შემოგიღებთ კარს და ბევრ საინტერესო რამეს გპირდებათ. ნებისმიერ რომანში სირთულეები და უსიამოვნებები შეგხვდებათ, მაგრამ რაც მთავარია, პლანეტები ყოველთვის მოდიან თქვენს დასახმარებლად და სწორ მიმართულებას გაძლევენ.
მერწყული
2016 წელს სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატება აპრილსა და ივნისში გელოდებათ. საზაფხულოდ ერთობლივი ცხოვრებისთვის დიდ ნაბიჯს გადადგამთ. სექტემბერში სწორედ იმ მიზანს მიაღწევთ რისკენაც დიდხანს ისწრაფოდით. წლის ბოლოს კი პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში აღმოჩნდება, ამიტომ თქვენი წყვილის განწობა ყოველთვის რომანტიკული იქნება.
თევზები
ამ წელს თევზების ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ექნება. ეს ყველაფერი კი შესაძლოა, ძალიან მოულოდნელი სახით გამოვლინდეს. თუ დღეს მარტო ხართ, ხვალ შეხვედრა გელოდებათ. თუ თქვენი პარტნიორით უკმაყოფილო ხართ, ხვალ მისი გამოსწორების მოწმე გახდებით. უმჯობესია თქვენი რომანი ისეთად დატოვოთ, როგორიც არის და მის გამოსწორებას ნუ შეეცდებით. მომავალზე ფიქრიტ თავს ნუ დაიღლით, მოდუნდით და ისიამოვნეთ დრევანდელი ცხოვრებით.
პენი ლეინი
წყარო: http://www.reitingi.ge