2016 წლის „ოსკარის“ დაჯილდოების ნომინანტები დასახელდნენ

250
SHARE

ამერიკის კინოაკადემიის ოფიციალური პრესკონფერენციის ფარგლებში 2016 წლის „ოსკარის“ დაჯილდოების ნომინანტები დასახელდნენ. ყველაზე მეტ – 12 ნომინაციაში ფილმი „ჰიუ გლასის ლეგენდა“ დასახელდა. ლიდერებს შორის ასევე არის „შეშლილი მაქსი“, რომელიც 10 ნომინაციაშია წარდგენილი.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: ლეონარდო დიკაპრიო; ბრაიან კრენსტონი; მეთ დეიმონი; მაიკლ ფასბენდერი; ედი რედმეინი.

საუკეთესო მსახიობი ქალი: კეიტ ბლანშეტი; ბრაი ლარსონი; ჯენიფერ ლოურენსი; საურს რონანი; შარლოტა რემპლინგი;

მეორეხარისხოვანი როლის ქალი შემსრულებელი: რუნი მარა, ჯენიფერ ჯეისონ ლი; რეიჩელ მაკადამსი; ალისია ვიკანდერი; კეიტ უინსლეტი.

მეორეხარისხოვანი როლის კაცი შემსრულებელი: კრისტიან ბეილი; ტომ ჰარდი; მარკ რუფალო; მარკ რაილენსი; სილვესტერ სტალონე.

საუკეთესო რეჟისურა: ჯორჯ მილერი – „შეშლილი მაქსი“; „მრისხანების გზა“; ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ – „გადარჩენილი“; ლენი აბრაჰამსონი – „ოთახი“; ტომ მაკკარტი – „ყურადღების ცენტრში“, ადამ მაკკეი – „დიდი შემცირება“.

საუკეთესო მონტაჟი: „დიდი შემცირება“; „შეშლილი მაქსი“: „მრისხანების გზა“; „გადარჩენილი“; „ყურადღების ცენტრში“. „ვარსკვლავური ომები“; „ძალის გამოღვიძება“.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: „ომი“ – დანია, „გველის ჩახუტება“ – კოლუმბია; „მუსტანგი“ – საფრანგეთი; „საულის შვილი“ – უნგრეთი; „სიამაყე“ – იორდანია;

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი: „საძულველი რვა“; „ქეროლი“; „შეშლილი მაქსი“: „მრისხანების გზა“; „გადარჩენილი“; „მკვლელი“.

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: „გადარჩენილი“; „ვარსკვლავური ომები“; „ძალის გამოღვიძება“; „ექს რობოტი“; „შეშლილი მაქსი“; „მრისხანების გზა“; „მარსიანელი“.

საუკეთესო მხატვრული ფილმი: „დიდი შემცირება“; „ჯაშუშთა ხიდი“; „ბრუკლინი“; „შეშლილი მაქსი“; „მრისხანების გზა“; „მარსიანელი“; „გადარჩენილი“; „ოთახი“; „ყურადღების ცენტრში“.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: „დიდი შემცირება“; „ბრუკლინი“; „ქეროლი“; „მარსიანელი“; „ოთახი“.

ორიგინალური სცენარი: „ჯაშუშთა ხიდი“; „ექს რობოტი“; „თავდაყირა“; „ყურადღების ცენტრში“; „პირდაპირ კემპტონიდან“.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი: „ანომალისა“; „ბიჭი და სამყარო“; „თავდაყირა“; „ცხვარი შონის ფილმი“; „როცა მარნი აქ იყო“.

FB კომენტარები

კომენტარი