ჩვენი მკითხველების დიდი ნაწილი მოგვმართავს კითხვით, თუ რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ახალ წელს ბარაქა და ბედნიერება დაებედოს თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს. პირველ რიგში, შინაგანი მოტივაცია და გულწრფელობაა აუცილებელი იმისთვის, რომ სამყარომ ჩვენთვის პოზიტივი გამოიმეტოს. ამიტომ ახალ წელს მაინც ნუ უსურვებთ ნურავის ცუდს, ნუ იკამათებთ, ნუ ეცდებით მოატყუოთ. პირველ რიგში საკუთარ თავთან და სინდისთან იყავით მართალი.
გარდა ამისა, რაკიღა საახალწლო ღამე და ოფიციალური “ასტროლოგიური ახალი წელი” დროში ცდება ერთმანეთს (მოგეხსენებათ ასტროლოგიურად ახალ წელს ჩვენ თებერვალში ვზეიმობთ) არ არის აუცილებელი ზედმეტი ცრურწმენების გათვალისწინება საახალწლო სუფრის გაწყობისას. სასურველია თუკი მაგიდას ბევრი ნატურალური პროდუქტით, მწვანილეულით და ხის აქსესუარებით დატვირთავთ. ესეც საკმარისი იქნება ჯერ კიდევ გზაში მყოფ ცხვარს რომ ასიამოვნოთ.
სასურველია, თებერვლის ბოლოს, როცა უკვე რეალურად შევა ძალაში ახალი ასტროლოგიური წელიწადი, მაქსიმალური გულწრფელობით ისურვოთ რეალური რამ, ისეთი რომლის ახდენის შემთხვევაშიც სხვის ბედნიერებას და თავისუფლებას არ ხელყოფთ (მაგ. პირადი ურთიერთობის დალაგება, მაშინ როცა ვიცით, რომ ამ სიტუაციაში მესამე ადამიანი აუცილებლად დაზარალდება).
ასტროლოგები თვლიან, რომ თხის წელი, გარკვეული ზღაპრული ელემენტებით იქნება სავსე ამიტომ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს გაუმართლებთ, ვისაც მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა, ინფანტილურობა და მიამიტობა ჯერ კიდევ სისხლში აქვს გამჯდარი. მოკლედ, თუ თქვენში ისევ ცხოვრობს ბავშვი იცოდეთ ეს წელი თქვენი წელია!
Prev Post
სხვა სიახლეები