2015 წლის სექტემბერი სამუდამო კვალს დატოვებს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს კვალი როგორი იქნება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული

258
SHARE

ძირითადი ასტრომოვლენა სექტემბერში (და, ზოგადად, წლის ბოლომდე) იქნება „დაბნელების დერეფანი“ (პერიოდი დაბნელებიდან დაბნელებამდე), რომელზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით და ცალკე იქნება პროგნოზი და რეკომენდაციები, რადგან ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ მინიმუმ მომდევნო 8 წლის განმავლობაში განსაზღვრავს თქვენს კეთილდღეობას.
სანამ სექტემბრის პროგნოზირებაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს 29 აგვისტოს სავსემთვარეობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში (რომელიც შეერთებაში იყო რეტროგრადულ ნეპტუნთან), რადგან მას პირდაპირი კავშირი აქვს სექტემბრის ტენდენციებთან.
კარგია, თუ გაიხსენებთ 29 აგვისტოს (30 როცა თენდებოდა) სიზმრებს, რადგან ეს სიზმარი იქნება პირდაპირი მინიშნება, ყველა სიმბოლოს ექნება დატვირთვა და სწორედ მათი მეშვეობით შეძლებთ საჭირო პასუხების მიღებას, ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩახედვას და  „ზედმეტი ტვირთის“ გადაგდებას, რომელიც უახლოეს მომავალში მოგიწევთ.
სექტემბერი საკმაოდ ოპტიმისტურად იწყება. მზის და იუპიტერის შეერთება სრულდება, რაც საკმაოდ დიდ სიხარულს და აქტივობას გვპირდება, გაჩნდება  ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი და ამის შესაძლებლობებიც იქნება. მარსისა და ვენერას შეერთება კი საშუალებას მოგვცემს, მოვაგვაროთ ფინანსური პრობლემები, მოვიზიდოთ წარმატება და იღბალი.  სექტემბრის დასაწყისში მაინც იქნება დარჩენილი აგვისტოს ლომური ტენდენციები და ენერგეტიკა. ეს კარგი პერიოდი იქნება  ახალი საინტერესო მოვლენებისთვის, იმისათვის, რომ ვიყოთ აქტიურები, განსაკუთრებით ეს  სამსახურს, პროფესიულ და სწავლის სფეროებს ეხება.
სექტემბერი კარგი იქნება  ოპტიმისტი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანებისთვის, ისინი წარმატებებს მიაღწევენ ახალ წამოწყებებში, მათ ქალწული განსაკუთრებით კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს, თუ, რა თქმა უნდა, არ შეეშინდებათ გარისკვის და შეძლებენ, დეტალურად დაგეგმონ სამოქმედო გეგმა.  თუ თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ და მთელ სულიერ რესურსს საქმიანობაში დებთ, სექტემბერში აუცილებლად შეგამჩნევენ და დაგიფასებენ ამ შრომას. უამრავი ადამიანისთვის ეს გადამწყვეტი მოქმედებების, საფუძვლიანი ცვლილებების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო იქნება.  ამიტომ შეიძლება ჩვენი ზოგიერთი საქციელი მეტად კარდინალურიც კი იყოს, მაგრამ ნუ შეუშინდებით კრიტიკას, რადგან ეს კარგი პერიოდია და გამოიყენეთ მაქსიმალური აქტივობისთვის, ნუ გადადებთ საქმეებს „ხვალისთვის“, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ეს საუკეთესო დროა  ჩაკეტილი წრეების გასარღვევად, ახალი სამსახურის საპოვნელად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ცხოვრებას შეცვლიან.
ასევე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში იმატებს   უმნიშვნელო დეტალებისადმი ყურადღების მიქცევის მიდრეკილება  და მთავარი არსის „დაკარგვა“ მხედველობის არედან.  ამიტომ კარგი იქნება, ქალწულისებურად ყოველი დღე დაგეგმოთ საათების მიხედვით, ან უბრალოდ ჩამოწეროთ, რა უნდა გააკეთოთ.
7 სექტემბერს ვენერა ლომის ზოდიაქოში რეტროგრადულ მოძრაობას  წყვეტს და ხდება დირექტული (ანუ სწორად მავალი).   ეს საუკეთესო პერიოდი იქნება განსაკუთრებით ქალბატონებისთვის, გრძნობების გამოსავლენად, მოიმატებს საჩუქრების და კომპლიმენტების რაოდენობა ქალბატონებთან,  ასევე საყიდლებისთვის საუკეთესო პერიოდია, მით უფრო, რომ მასზე მოთხოვნილება იქნება გაზრდილი. არ გააკეთოთ ეკონომია საკუთარ თავზე, ეს ვენერა ლომია, მიეცით საკუთარ თავს ყველა სიამოვნების საშაულება, რასაც სიხარული მოაქვს თქვენთვის და რისი ყიდვაც ფულით შეიძლება.
თუ რეტროგრადული ვენერას პერიოდში თქვენს პირად ურთიერთობებში გაუგებრობა და  არეულება იყო,  ამ პერიოდში ყველაფერი დალაგდება. ეს სიყვარულის და  ზრუნვის პერიოდია.  თუ მარტო ხართ, არ დაჯდეთ სახლში, მიეცით გარესამყაროს უფლება, დატკბეს თქვენი მშვენებით, რადგან  აუცილებლად გამოჩნდება ახალი სასიყვარულო ურთიერთობების რეალური შანსები.
მარსი-ვენერას შეერთება, ასევე ხელს შეუწყობს გრძნობების გამძაფრებას და სიყვარულზე, ჰარმონიაზე, ურთიერთგაგებაზე  და სიახლოვეზე მოთხოვნილების გაზრდას. ეს ასპექტი, გარდა ფინანსურისა, საშულებას მოგვცემს,  მოვაგვაროთ და შევცვალოთ პირადი ურთიერთობების  სფეროც. მაგრამ  არის საშიშროება, რომ ზოგიერთი ჩვენგანი და განსაკუთრებით კი ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ამ სიტუაციებში  ძალიან უხეშად და დაუფიქრებლად მოიქცევიან, ამიტომ გაფრთხილდით და მაქსიმალურად გამოიყენეთ სექტემბრის პირველი დეკადა, რადგან 12 სექტემბრიდან  პლანეტების ენერგია მთლიანად შეიცვლება.  მოვლენები, რომელებიც ამ თვეში მოხდება, საკმაოდ დასამახსოვრებელი იქნება დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ ეს დადებითი იქნება თუ არა,  ისევ და ისევ თქვენზეა დამოკიდებული.
13 სექტემბერს  იქნება ამ წელიწადში მეორე მზის დაბნელება.  პირველისგან განსხვავებით (20 მარტი) ეს არ იქნება მზის სრული დაბნელება, არამედ – ნაწილობრივი.  ყველაზე მეტად დაბნელება ქალწულის, თევზების, ტყუპების და მშვილდოსნის ნიშნებზე იმოქმედებს. მათთვის აუცილებელია 3 დღე დაბნელებამდე, შემდგომ 3 დღე  გაატარონ სრულ სიმშვიდეში და არ მიიღონ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნურც იმოქმედებენ.
ნებისმიერი დაბნელება თავის თავში ატარებს კოსმოსის  მესიჯს, მინიშნებას, გაკვეთილს. ამ დაბნელების მთავარი თემა კი ვალდებულებაა, შევძლოთ გარკვეული პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე . განსაკუთრებით ეს ოჯახურ სიტუაციებს ეხება. იუპიტერი-ნეპტუნის ოპოზიცია მიგვანიშნებს, რომ დადგა ილუზიებისგან განთავისუფლების  და იმ პრობლემების მოგვარების დრო, რომელიც უკვე წლებია მოუგვარებელია. ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა  წყლის ნიშნებს დასჭირდებათ, რადგან  შეიძლება დაიბნენ და აირიონ საკუთარ ცხოვრებისეულ მოვლენებში.
ამ დაბნელებას არ ექნება მკვეთრად გამოხატული გარეგანი ზეგავლენა, ისევე როგორც მის მომდევნო მთვარის დაბნელებას. ისინი უფრო ჩვენს შინაგან და ქვეცნობიერ თემებზე იმოქმედებენ. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ და ნუ მიიღებთ ამ დღეებში ნაჩქარევ და ემოციურ  გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე, მით უფრო, რომ დაბნელების დღეს სავსე მთვარე იქნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რაც პირდაპირ ურტყამს  ქორწინებას და ოჯახურ ურთიერთობებს ამ შემთხვევაში.
შეეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე სექტემბრის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რათა 13-ის შემდეგ დააგდოთ სოციალური აქტივობის ტემპი და უფრო მეტი ყურადღება საკუთარ შინაგან სამყაროს დაუთმოთ.  სექტემბრის მეორე ნახევარი  კარგი იქნება  საკუთარი ცხოვრების გააზრებისთვის და  გადახედვისთვის, განსაკუთრებით კი იმ მოვლენებისა, რომელიც წლის პირველ ნახევარში მოხდა.  ნუ შეეცდებით აქტიურად ცხოვრებას და მოქმედებას, რათა  თქვენს ცხოვრებაში არ მოხდეს   „ზაზუნას დღე“ – ანუ სიტუაცია, როცა პრობლემები მეორდება და მათი გადაწყვეტის არანაირი შანსი არ არსებობს.  განსაკუთრებით ილუზიური ქმედებებისკენ და ფიქრებისკენ გვიბიძგებს 13-21 სექტემბრის პერიოდი, ძალიან დიდი იქნება შეცდომების ალბათობა,  გაურკვევლობები, მთავრის დავიწყება და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება.  ადამიანებს გაუჭირდებათ აღიქვან სხვა ადამიანების დამოკიდებულება მათდამი, იმატებს ეჭვიანობა და უნდობლობა, საბოლოოდ, რაც მიგვიყვანს ნებისმიერი პარტნიორული (ოჯახი, სამსახური და ა.შ.) ურთიერთობის გაწყვეტამდე, ამიტომ  შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დიპლომატიურები და ფრთხილად გადალახოთ ეს პერიოდი.
18 სექტემბერს  მერკური ხდება რეტროგრადული სასწორის ზოდიაქოს ნიშანში.  ერთადერთი სწორი რეკომენდაცია იქნება, რომ იფიქროთ საკუთარი გონებით და არ ილაპარაკოთ ის,  რისი მოსმენაც თქვენგან სხვებს სურთ და ნურც მათ წისქვილზე წყლის დასხმას შეეცდებით, რადგან მერკურის ეს მდებარეობა ამის საშუალებას არ მოგცემთ.  მიიღეთ საკუთარი გადაწყვეტილებები და მიჰყევით საკუთარ მიზნებს, თუნდაც ისინი არ მოდიოდნენ შესაბამისობაში თქვენს გარემოცვასთან.  რაც შეეხება ზოგიერთ (და უმეტეს) საქმიან და ბიზნესპარტნიორებს,  უკეთეს შემთხვევაში მოგიწევთ მიღებული შეთანხმებების გადახედვა, უარეს შემთხვევაში კი – საერთოდ გაუქმება. ეს თითქმის გარდაუვალი იქნება, მაგრამ არ განიცადოთ, სამომავლოდ კარგად აისახება თქვენს საქმიანობაზე. ზოგადად, მერკურის ეს მდებარეობა ხელს უშლის კომუნიკაციას და ბევრი გაუგებრობა მოაქვს, ამიტომ 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, ეს კარგი პერიოდია დაწყებული საქმეების დასასრულებლად.
18 სექტემბრიდან სატურნი ასრულებს რეტრო-ფაზას და მორიელის ზოდიაქოდან ისევ გადადის მშვილოსნის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ახალ პერპექტივებს გვპირდება, რომლის შედეგების ნახვა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.  თავიდან ყველაფერი ნელა  და წინააღმდეგობრივად დაიწყება, რადგან სექტემბერში გვაქვს მარსი-სატურნის კვადრატი  და აქვეა  სექტემბრის მეორე, მთვარის დაბნელება – 24 დან 28 სექტემბრამდე –  საკმაოდ რთული პერიოდია, ამიტომ მომზადებულები უნდა შევხვდეთ ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით იქნება.
მაგრამ, აქვე უნდა აღნიშნოს, რომ საოცრად გაგვიმართლა, რადგან დაბნელების დერეფნის დროს სატურნი იქნება მშვილდოსანში და ის დაგვაჯილდოვებს პედანტურობითა და სიფრთხილით, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი  გაბედული გეგმების  განსახორციელებლად. ამ პერიოდში არ შეგეშინდეთ კრიტიკის, სწორედ ის დაგეხმარებათ მოტივაციაში.
მარსის დაძაბული ასპექტი (კვადრატი) ქმნის გადაულახავ წინააღმდეგობებს, ამძაფრებს პრობლემებს, ქმნის დაბრკოლებებს და აგვიანებს შედეგებს. ეს ცუდი პერიოდია გადაადგილებისთვის, მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, დასვენებისთვის და გართობისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისთვის, გასაუბრებისთვის. მთავარია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არ გარისკოთ და იმოქმედოთ გონივრულად, მხოლოდ ამ  შემთხვევაში შეიძლება მარსის ნეგატიური ზეგავლენის გადალახვა და წარმატების მიღწევა. კიდევ ერთი რეკომენდაცია – რეტრო -მერკურის დროს ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რადგან დიდია გაუგებრობების და შეცდომების ალბათობა და არავითარ შემთვევაში ხელი არ მოაწეროთ ხელშეკრულებას.
მარსი-სატურნის კვადრატის დასრულებისთანავე, 28 სექტემბერს გველოდება მთვარის (მთვარე ვერძში, მზე სასწორში) დაბნელება.  ის ყველაზე მეტად მიმართული იქნება, ზეგავლენა მოახდინოს ურთიერთობების სფეროზე და გახდეს ცვლილებების მიზეზი.
ეს დაბნელება ფარდას ახდის ყველაფერს, რაც მანამდე დაფარული იყო და მოითხოვს შეიცვალოს ყველაფერი ის, რამაც ამოწურა საკუთარი თავი.  ეს ცვლილების აუცილებლობის და ახალი ციკლების დაწყების დროა, განსაკუთრებით ურთიერთობებში და სოციალურ ცხოვრებაში.  მთვარე ვერძში განსაკუთრებით გაამძაფრებს აზრთა სხვადასხვაობას, რაც ზრდის კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობას.
სასწორი მარტო ადამიანური ურთიერთობები არ არის, ამიტომ ამ დაბნელების დროს გამძაფრდება ურთიერთობა სახელმწიფოებს შორისაც.  მთვარის ამ დაბნელების ზემოქმედება და მისი შედეგები გაგრძელდება 2016 წლის მარტამდე, ანუ მანამ, სანამ ახალი მთვარის დაბნელებით არ დაიწყება ახალი ციკლი.
ყველა ჩვენგანს ექნება საშუალება, დააკვირდეს მთვარის ამ დაბნელების შედეგებს, გამოიტანოს დასკვნები და გააანალიზოს, როგორ გავუმკლავდით  სექტემბრის მოვლენებს –  2015 წლის ყველაზე რთულ, მრავალფეროვან და ურთიერთწინააღდეგობებით სავსე თვეს.

geoastro.ge

თორნიკე ბიძინაშვილი

FB კომენტარები

კომენტარი