2015 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

188
SHARE

სანამ 2015 წელი ასტროლოგიური წესების დაცვით შემოაბიჯებს, ჯერ კიდევ თვენახევარზე მეტია წინ. ამიტომ თებერვლის შუა რიცხვებამდე წლის უშუალო მმართველად ჯერ კიდევ ცხენი ითვლება. რომელმაც გასულ წელს არაერთი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანა მხურვალე რომანები, თავბრუდამხვევი და დრამატული ისტორიები, ხმაურიანი სკანდალები და განქორწინებები. მოკლედ, ცხენმა “ჩაიქროლა” და ქაოსს, რომელიც ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში შექმნა მისმა ამ ჩამოქროლებამ, ლურჯ-მწვანე ცხვარი დაარეგულირებს.

დიახ, ასტროლოგები თვლიან, რომ დამდეგი 2015 წელი განსაკუთრებით კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს დაწყვილების და სტაბილური, ოჯახური ცხოვრებისთვის მყარი საფუძველის შექმნის საკითხზე. ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი, მით უმეტეს მათთვის ვინც უკვე დაოჯახებულია – ზაფხულის პერიოდიდან დაიწყება. სწორედ ამ დროიდან გაჩნდება ბევრი წყვილის ოჯახში ეკონომიური პრობლემების მოგვარების რეალური შანსი, რაც დამეთანხმებით თავი და თავია არაერთი ოჯახის დანგრევის ან დანგრევის პირამდე მისვლის შემთხვევაში.

ცხვრის/თხის წელი, ყველა იმ წყვილს მისცემს რეალური ფინანსური წინსვლის შანსებს, რომელთაც მეუღლეობა როგორც ასეთი ამ სიტყვის სრული გაგებით ესმით და ოჯახურ “ჭაპანს” შეხმატკბილებულად ინაწილებენ. ამიტომ ისეთი წყვილები, ვისაც ერთობლივი შრომა და გარჯა არ ეზარება, 2015 წელს საგრძნობ ფინანსურ წინსვლას შეძლებენ ცხოვრებაში.

რაც შეეხება იმ ხალხს ვინც ამ დრომდე, ცალად და მეწყვილის გარეშე დააბიჯებს ქვეყანაზე – 2015 წელი, კონკრეტულად რამდენიმე ნიშანს საკმაოდ სერიოზულ პერსპექტივებს ჰპირდება. შესაძლოა მეწყვილის ამაო და ხანგრძლივი ძიება დაასრულონ კუროებმა, თხის რქებმა, მორიელებმა, თევზებმა და კირჩხიბებმა. მათთვის წლის მეორე ნახევრიდან რეალური შანსი გაჩნდება დაოჯახების კუთხით. ხოლო რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის ისეთ ნიშნებს როგორიცაა: ლომი და ვერძი, ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ უკვე წლის დასაწყისიდანვე მოემზადონ ახალი, ამაღელვებელი და ლამაზი სასიყვარულო ისტორიის დასაწყებად. ყურადღება მართებს ამ მხრივ კიდევ ერთ, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელს – მშვილდოსანს, მისთვის შესაძლოა პირიქით წლის მეორე ნახევრიდან პარტნიორულ ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების და პრობლემების ხანა დაიწყოს.

ასე რომ ძვირფასო მშვილდოსნებო, ასტროლოგების რჩევა გაითვალისწინეთ და 2015 წლის შუა პერიოდამდე მოახერხეთ მაქსიმალურად დაათბოთ მეორე ნახევართან ან საყვარელ ადამიანთან თაქვენი ურთიერთობები.

გარკვეული პრობლემებით იქნება დატვირთული წლის პირველი ნახევარი ქალწულის ნიშნით დაბადებულთათვის. ამ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ, პარტნიორის მიმართ ზედმეტი კრიტიკა მოზომონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ზოგიერთი პრეტენზიული ქალწული საერთოდაც მარტო დარჩეს მიმდინარე წლის მანძილზე.

რაც შეეხებათ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს – კერძოდ ტყუპსა და სასწორებს, მათთვის საკმაოდ რთული იქნება არჩევანის გაკეთება სასიყვარულო ფრონტზე. იმიტომ რომ ე.წ. “მომგებიანი ვარიანტები” არა ერთი ან ორი, შესაძლოა სამზე მეტიც იყოს მათ გარშემო.

ხოლო მერწყულს ასტროლოგები ურჩევენ, წარსულთან ხელმეორედ მისაბრუნებლად საკუთარ თავს ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო გზა გადაუჭრას. პლანეტა ურანი, რომელიც მერწყულის მფარველია ვერძის ზოდიაქოს გადის, ასე რომ ძვირფასო მერწყულებო დროა იმოქმედოთ ქირურგიული სიმტკიცითა და სისწრაფით. იმიტომ რომ ახალი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა ადგილი გათავისუფლდება თქვენს გულსა და ცხოვრებაში მის დასაწყებად.

FB კომენტარები

კომენტარი