2015 წლის ბიზნეს ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

55
SHARE

დამდეგი ახალი წელი საცაა მოგვდგება კარს და ასტროლოგების დიდი ნაწილი, დიახაც რომ საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს ცხვრის წელის სასარგებლოდ. წლის მმართველი სტიქია ხეა, ფერები – ბუნებასთან მიახლოვებული მწვანე/ლურჯი, ცხვარი-თხა კი ბუნებით მშვიდი არსებაა. ამიტომ დამდეგი 2015 წელი ეკონომკური თვალსაზრისითაც ერთობ პერსპექტიული იქნება, როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე ზოგადად მსოფლიო ეკონომიკური ზრდის კუთხით. გაუმჯობესებას კი უკვე ზაფხულის მეორე ნახევრიდან ვიგრძნობთ ხელშესახებად და რეალურად. თუმცა, სანამ 2015 ოფიციალურად დამდგარა, მოდით, ბიზნესჰოროსკოპს გავეცნოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის.

ვერძი – პერსპექტიული წელიწადი მოდის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ განვლილ წელში ჩადენილ შეცდომებს არ გაიმეორებთ ფინანსური კუთხით. წლის მეორე ნახევარში საშუალება მოგეცემათ თქვენი იდეები და ოცნებები რეალობად აქციოთ.

კურო – წელიწადი საკმაოდ აქტიურად დაიწყება, გექნებათ ბევრი საქმე და ბევრი მოვალეობა ფინანსებთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, წლის მეორე ნახევრიდან ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ და საკუთარი შრომის შედეგებით რეალურად დატკბებით.

ტყუპი – ეს ის წელია, როცა თქვენი გაორებული ბუნება კიდევ უფრო ქაოტური ხდება. წელიწადი კი კარგია ფინანსური საქმიანობის კუთხით, მაგრამ საქმე იმაშია თქვენ რამდენად აირჩევთ სწორ გზას ერთბაშად რამდენიმე, მაცდურ შემოთავაზებას შორის, რომელიც ზაფხულის დასაწყისში გაგიჩნდებათ.

კირჩხიბი – იდეალური წელიწადია საიმისოდ, რომ რაიმე სახის საოჯახო ბიზნესი წამოიწყოთ. თუკი სამსახურმა თავი მოგაბეზრათ და მთელი ცხოვრება ოცნებობდით თქვენი საქმე გქონოდათ, წლის მეორე ნახევრიდან ისეთ სფეროებში შეგიძლიათ სცადოთ ბედი როგორიცაა თავის მოვლა, კოსმეტიკური ხაზის წარმოება, სარესტორნო ბიზნესი.

ლომი – უდავოდ უკეთესი და რაც მთავარია, წარმატებული წელი გელით განვლილი 2014-სგან განსხვავებით. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უნდა მოდუნდეთ და წარმატების მოსვლას დივანზე წამოწოლილი დაელოდოთ. მეტიც, შემოდგომიდან, ხელების დაკაპიწება და ბევრი შრომა მოგიხდებათ. სამაგიეროდ, შედეგი, რომელსაც ფინანსური კუთხით თქვენი მცდელობები მოიტანს ღირს ამად.

ქალწული – წლის პირველ ნახევარში თქვენი ნერვული სისტემა და ბიუჯეტი ერთობ მნიშვნელოვანი და რთული გამოცდის წინაშე აღმოჩნდება. ისეთი გრძნობა გექნებათ, თითქოს ყველამ ახლა მოიცალა თქვენთვის. წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები, რომელიც ძირითადად ბიუროკრატიულ საკითხებსა და ფინანსებს ეხება მთლიანად თქვენი მოსაგვარებელი იქნება როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. ნუ იწუწუნებთ, როგორმე გაძელით სექტემბრამდე და შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ამ ქაოსის დამსახურებით ახალი პროფესია ან უნარ ჩვევები შეგიძენიათ.

სასწორი – წლის პირველ ნახევარში იმაზე მეტად გაგიმართლებთ ვიდრე ამას ვარაუდობთ ან წარმოგიდგენიათ. საქმე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და სამომავლოდ, ერთობ პერსპექტიული პროექტების წამოწყების ალბათობას ეხება. სექტემბრიდან აჯობებს წლის დასაწყისში დასახულ გეგმებს თუ რეალურად განახორციელებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოცნებები ოცნებადვე შეიძლება დარჩეს და უფრო მეტიც – გამორიცხული არ არის დანაპირების შეუსრულებლობის გამო “უპასუხისმგებლოს” იარლიყიც მოგეწებოთ.

მორიელი – შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, როგორც იქნა დადგა სიმშვიდისა და სტაბილური ნაბიჯების გადადგმის პერიოდი. შანსებს ცხვრის წელი ნამდვილად მოგცემთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თხის ქალური ენერგეტიკა წინააღმდეგობაში მოდის მორიელისთვის დამახასიათებელ აგრესიულ ხასიათთან. ამიტომ მოგიწვეთ მოთოკოთ სიხისტე და ემოციები. მერწმუნეთ, მოთმინებით გაცილებით მეტს მიაღწევთ.

მშვილდოსანი – რამდენიც არ უნდა გაგაფრთხილონ ასტროლოგებმა “მორჩა, თქვენი თავისუფლად კუნტრუშის პერიოდიო” ალბათ მაინც არ მიიღებთ ამას სერიოზულად. არადა, ღირდა დაფიქრება. მიმდინარე წელი, ბევრ საკითხში გაიძულებთ შეზღუდვებს დაემორჩილოთ და მიღებულ ნორმებს აუწყოთ ფეხი. საუკეთესო ვარიანტია, თუ თქვენთვის დამახასიათებელ არაჯანსაღ ოპტიმიზმს მოიშორებთ და რაიმე ახალი პროფესიის სწავლას შეუდგებით საფუძვლიანად. სწავლა რთული იქნება, მაგრამ მომდევნო წლებში თქვენ ამ ცოდნით წინსვლის რეალური პერსპექტივა გაგიჩნდებათ.

თხის რქა – თქვენ რომ გიყვართ და მოგწონთ ისეთი წელიწადი მოდის. როგორც იქნა მოახერხებთ წინა წლების ქაოსისგან თავის დაღწევას. ამასთან ერთად, ზაფხულიდან რეალური შანსები გაგიჩნდებათ საიმისოდ, რომ კარიერაში წინსვლას ან მინიმუმ ხელფასის მომატებას მიაღწიოთ. არანაკლებ პერსპექტიულია თქვენი იდეები, თამამად შესთავაზეთ ისინი უფროსობას. მერწმუნეთ ამას დაგიფასებენ.

მერწყული – კარგი ქინება თუკი თქვენთვის დამახასიათებელ ექსცენტრიკულობას, განვლილ ცხენის წელს გააყოლებთ და თხის გულის მოსაგებად, უფრო სერიოზული, სტაბილური ნაბიჯების გადასადგმელად იქნებით მზად. თხას არ მოსწონს მოულოდნელობები. ამიტომ რეალური გეგმა უნდა გაგაჩნდეთ საიმისოდ, რას აპირებთ მომავალ წელს. თუკი თქვენი სურვილები უტოპიის თემას არ უახლოვდება ფინანსური კუთხით, დამიჯერეთ, წლის მეორე ნახევრიდან მათ ასასრულებლად რეალური შანსები გამოგიჩნდებათ.

თევზები – პრინციპში ისეთი წელიწადი დგება, როცა თქვენთვის დამახასიათებელი “მშვიდი ცურვის” მანერა დასაფასებელი და მისაღები იქნება. ცხვარს მოსწონს თევზის ენერგეტიკა, შესაბამისად, არაერთ პერსპექტიულ შანსს შემოგთავაზებთ ეს წელიწადი ფინანსური კუთხით. თუ თქვენ ხელოვანი ან მწერალი ბრძანდებით ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი ტრიუმფის წელია.

Comments

comments