2014 წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონები

82
SHARE

ამერიკულმა ჟურნალმა People-მა 2014 წლის ყველაზე სექსუალური და ნიჭიერი ქალბატონების რეიტინგი დაასახელა. პრესტიჟული სიის პირველ ადგილს ბრენდის Victoria’s Secret-ის ტოპ მოდელი ქეით აპტონი იკავებს.
აპტონს მისი კოლეგა Victoria’s Secret-ის მოდელი კარლი კლოსი მოყვება. ნომინაციაში „მის სტილი“ ჯგუფ No Doubt-ის ყოფილმა ვოკალისტმა გვენ სტეფანმა გაიმარჯვა. „წლის უნივერსალური აადამიანის“ წოდება მომღერალ ჯენიფერ ლოპესს მიენიჭა, „მისაბაძი მაგალითი“ კი მსახიობი ქეით ჰადსონი გახდა.
ჟურნალი People-ის წარმომადგენლებმა ასევე კინოსა და ტელევიზიის ნიჭიერი ადამიანები გამოავლინეს. საუკეთესო მსქახიობი ქალის როლი ჯენიფერ ენისტონს გადასცეს, საუკეთესო მსახიობი კაცი კი მაიკლ კიტონი გახდა.
ტელესერიალების ვარსკვლავებიდან საპრიზო ადგილი ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცის როლი“ ჯონ ჰემს („გიჟები“)გადასცეს, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალად ლიზა კუდროუ (მეგობრები) დასახელდა.
ნოემბერში People-მა 2014 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად კრის ჰემსვორთი დაასახელეს.

FB კომენტარები

კომენტარი