2000-იანები – ცუდი გემოვნების ტალღა მოდაში (ფოტოკოლაჟი)

81
SHARE

არცერთი პერიოდი იწვევს ერთდროულად სირცხვილის განცდასა და ნოსტალგიას ისე, როგორც ორიათასიანი წლები, როდესაც საქმე სტილს ეხება. ეს არის დრო, როცა სტილის ხატი პერის ჰილტონია და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.
დაბალწელიანი შარვლები, ბადიანი კეპები, ჟაკეტების შიგნით ჩაცმული ჰუდები, ფერადი თმისამაგრები, შარვალი კარგო, დიდი მრგვალი საყურეები, მუცლის ჯაჭვები, ჯინსის მინი კაბებს შეხამებული უგები, ასიმეტრიული კაბები, ქამრებად გამოყენებული ჰალსტუხები, კისერზე შესაკრავი მაისურები, ჯაჭვები შარვლებზე, შარფები ნებისმიერ სეზონზე, ბენდენის ტოპები, დენიმის კაბები, გამაშები, ფერადი ავიატორის სათვალეები… კიდევ რამდენი ტრენდის ჩამოთვლაა საჭირო, რომ ნოსტალგია კიდევ უფრო აუტანელი გახდეს და საკუთარი თავის გახსენებით გამოწვეული სინანულის განცდა მეტად გამძაფრდეს? თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ტრენდებს ის ადამიანებიც წარმოაჩენდნენ, რომელთაგანაც ზოგი ახლა ყველაზე გემოვნებიანი ქალების რიგებს იკავებს და “მოდის აიქონის” ჯილდოსაც კი ფლობს. როგორც მიღებულია, შეცდომები მოსულა.

FB კომენტარები

კომენტარი