გაერომ კლიმატის ცვლილებებზე ახალი ანგარიში გამოქვეყნა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, დაახლოებით 150 ქვეყანის გეგმა, რომლის მიზანი სათბურის გაზების ემისიების შეზღუდვაა, მიმდინარე საუკუნეში კლიმატის ცვლილებას შეანელებს, თუმცა, ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ გლობალური ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსით შემცირდეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ მიმდინარე საუკუნის ბოლოსთვის ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსზე ნაკლებზე უნდა შენარჩუნდეს, რათა თავიდან აიცილონ კლიმატის ცვლილების ეფექტები, როგორიცაა წყალდიდობები, გვალვები, ზღვის დონის მატება.
გაეროს განხადებით, ეროვნული სტრატეგიების შედეგად უნდა შეიზღუდოს მსოფლიოში ემისიების ზრდის დონე და 2030 წლამდე ყოველწლიურად გამოყოლილი ნახშირორჟანგის რაოდენობა 56.7 მილიარდ ტონას არ უნდა აღემატებოდეს, ნაცვლად მოსალოდნელი 61 მილიარდისა.
“ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი… თუმცა, არ არის საკმარისი,” – განახადა გაეროს ჩარჩო ხელშეკრულების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა ქრისტინა ფიგეირესმა.
გეგმებს, რომელიც ცნობილია, როგორც მიზანმიმართული ეროვნულად განსაზღვრული კონტრიბუციები (INDCs), ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს შეთანხმებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე პარიზში უნდა გაფორმდეს და რომლის მიზანი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
2010 წელს 200-მდე ქვეყნის მთავრობები შეთანხმნენ, რომ ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსამდე შეამცირონ. ისინი მიმდინარე წელს, პარიზში უნდა შეიკრიბონ, რომ დასახონ უფრო აქტიური გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ ტემპერატურამ უკვე 0,9 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა.
ფიგეირესმა განაცხადა, რომ ბევრმა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჩინეთმა, ემისიის შემცირების მხრივ, უფრო მეტ პროგრესს მიაღწევს, ვიდრე დასახული ჰქონდა.
გაეროს ანგარიში, რომლის პრეზენტაცია პარასკევს ბონში გაიმართა, INDCs-ის გავლენის შეჯამების ყველაზე ავტორიტეტული მცდელობა გახლდათ. იგი ფინანსურმა საინვესტიციო ჯგუფებმაც მოიწონეს.
გარემოს დაცვის ჯგუფების განცხადებით, ანგარიშმა ნათელი გახადა, რომ პარიზის შეთანხმება უნდა გახდეს ემისიის შემცირების საწყისი წერტილი.
“ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარიზის ხელშეკრულებამ დაადგენოს მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ქვეყნებს, რომ დაუყოვნებლივ კიდევ უფრო შეამცირონ ემისიები,“ – განაცხადა Greenpeace-ის საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის ხელმძღვანელმა მარტინ კაიზერმა. მისი თქმით, მსოფლიოს სჭირდება ნათელი და ინსპირაციის ასამაღებელი სიგნალი პარიზიდან, თამაშის წესები იცვლება და, რომ ყველა ქვეყანამ კლიმატის მეცნიერებას უფრო სერიოზულად უნდა შეხედოს.
წყარო: http://www.doctrina.ge