200 დოლარად ნაყიდი ჩაიდანი 800 ათას დოლარად გაიყიდა

კერძო კოლექციონერმა დიდი ბრიტანეთიდან, აუქციონზე ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი, 800 ათას დოლარად გაყიდა. „Independent»-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ჩაიდანი მოტეხილი სახელურით და უთავსახუროდ, აუქციონზე 2016 წელს 200 დოლარად შეიძინა.
არსებობდა ვარაუდი, რომ ჩაიდანი 1766-1800 წლებში, საგრაფო მიდლექსში იყო დამზადებული. თუმცა მყიდველს მისი წარმომავლობის თაობაზე ეჭვები გაუჩნდა. მან შენაძენი ექსპერტს აჩვენა და დაადგინა, რომ ჩაიდანი დაამზადა ჯონ ბარტლემმა, რომელიც ინგლისიდან სამხრეთ კალიფორნიაში საცხოვრებლად 1763 წელს გადავიდა. მის მიერ დამზადებული ნივთები იშვიათობას წარმოადგენს. აქამდე მხოლოდ 6 იმ ნივთის შესახებ არსებობდა ინფორმაცია, რომელმაც დღემდე მოაღწია. ჩაიდანი კვლავ აუქციონზე გაიტანეს, საბოლოოდ ის 800 ათას დოლარად გაიყიდა. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიღებენ და საჯარო სივრცეში გამოფენენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები