1. ხანგრძლივი ტანჯვის ბოლოს, მოუხერხებელი ფეხსაცმლის გადაგდება;
2. ხელის ჩაყოფა წიწიბურას ან ბრინჯის გროვაში ;
3. კოცნა ბავშვის რბილ და გლუვ კანზე;
4. გრილ ბალიშცე ლოყით დაწოლა;
5. საყვარელი კერძის პირველი ლუკმა;
6. ხანგრძილი დატვირთული დღის ან უძილო ღამის შემდეგ ლოგინში ჩაწოლა;
7. ახალი წიგნის სურნელი;
8. მზის სხივის შეგრძნება საკუთარ კანზე;
9. ბალახზე ფეხშიშველი გავლა;
10. ახალი ვარცხნილობის შემდეგ, თმაზე შეხება;
11. გაყინული ხელების ცეცხლზე გათბობა;
12. დაცემინება, რამდენიმე მცდელობის შემდეგ;
13. კბილების გახეხვა ახალი ჯაგრისით;
14. საღამოს, სახლში დაბრუნებისას, მოუხერხებელი ტანსაცმლის გახდა;
15. პლედში გახვევა, როცა გარეთ წვიმს;
16. ახალ თეთრეულში ძილი;
17. ნაცნობი სურნელის დაჭერა, რომელიც ბავშვობას გახსენებთ;
18. საყვარელ ადამიანზე ნაზად კბენა;
19. დილით თვალის გახელა და იმის გაანალიზება, რომ შაბათია;
20. კარგი ღვინის პირველი ყლუპი და გაფიქრება, რომ ცხოვრება მშვენიერია.
წყარო: www.reitingi.ge