20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღე ელით მომსახურების სფეროში მომუშავეებს. აგრეთვე, მწერლებსა და არტისტებს. რომანტიკული ვახშამი გაგიუმჯობესებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. ბავშვები შემოქმედებითი საქმიანობითა და სპორტული მიღწევებით გაგახარებენ.

კურო
დღეს დაწყებული საქმეები ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის; ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის. საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ საჩუქარი, სიურპრიზი.

ტყუპი
მცირე, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზები გელით. შეიძლება ლატარიაში მოიგოთ. პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია მოსალოდნელი. იმ ადამიანს შეხვდებით, ვისზეც ბოლო დროს მუდმივად ფიქრობდით. ან განაახლებთ ურთიერთობას განაწყენებულ მეგობრებთან.

კირჩხიბი
დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. გარშემო მყოფებში ავტორიტეტით სარგებლობთ. ახლობლები აფასებენ მათ მიმართ გამოვლენილ მზრუნველობასა და ყურადღებას. თქვენი რჩევა ახლობლებს უსიამოვნებისგან დაიცავს.

ლომი
საქმიან პარტნიორებს მეგობრულ გარემოში შეხვდით. კარგი დღეა ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად; ახალი საქმიანობის დასაწყებად. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ივარჯიშეთ, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. შეიცვალეთ იმიჯი.

ქალწული
კარდინალური ცვლილებების დროა. გათავისუფლდით ძველი სტერეოტიპებისგან და ახალი წესები დაამყარეთ. დროა, თამაში თქვენი მითითებებით წარიმართოს. პირადი ცხოვრება აღსავსეა ემოციების ფეიერვერკითა და მცირე სისულელეების ჩადენით.

სასწორი
საინტერესო შეხვედრა და უჩვეულო ნაცნობობა გელით. დღეს ნებისმიერ საქმიანობაში მოგემართებათ ხელი. მოსალოდნელია ვალის დაფარვა, მემკვიდრეობის მიღება ან მატერიალური მდგომარეობს გაუმჯობესება.
მორიელი
დილა საკუთარ აზრებში გარკვევას დაუთმეთ. გააანალიზეთ მიღებული ინფორმაციები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყველას აზრი მოისმინეთ, მაგრამ ინტუიციასაც ენდეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ.

მშვილდოსანი
დაუთმეთ ეს დღე საკუთარ თავს. ეწვიეთ სილამაზის სალონს, შეიძინეთ ახალი სამოსი. მოსალოდნელია დაუვიწყარი შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობართან. ან საინტერესო ნაცნობობა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა
წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის დღეს ჯილდოს მიიღებთ. დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და განახორციელეთ ახალი იდეები. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საჩუქარი მოუმზადეთ.

მერწყული
დღეს ყველა თქვენი სურვილი ასრულდება და ყველა მიზანს განახორციელებთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით. ასე რომ, იმოქმედეთ.

თევზები
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიურპრიზებით გაგანებივრებთ. ბავშვები კი მიღწევებით გაგახარებენ.

 

წყარო: www.astrologi.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები