20 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ

ფაქტები კატების შესახებ:

1. კატის ულვაშები იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია გაიგოს ჰაერში წნევის სრულიად უმნიშვნელო ცვლილებაც კი. სწორედ ეს ხდის შესაძლებელს კატის სიბნელეში უპრობლემოდ გადაადგილებას.

2. ყველა კატა, მათ შორის სპარსულიც, თითის წვერებზე დადის.

3. კატებს აქვთ 5 თითი წინა თათზე და 4 უკანაზე, თუმცა ზოგიერთი კატა, ასევე შეიძლება დაიბადოს მეტი თითით, შვიდითაც კი.

4. 6 თვის კატა შეესაბამება 10 წლის ბავშვს.

5. თუ გჭირდებათ ულტრა იისფერი სინათლე, შეგიძლიათ გამოიყენოთ კატის შარდი, ის ანათებს სიბნელეში. (საინტერესოა)

6. კატა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტაცებელი. უბრალო სახლის კატას შეუძლია მოკლას ან შეჭამოს ათასობით სახეობის ცხოველი მაშინ, როცა დიდ კატებს(ვეფხვი ,ლომი) 100-ზე ნაკლები სახეობის მოკვლა შეუძლია. კატა მხოლოდ და მხოლოდ თავისი მცირე ზომის გამო არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ადამიანისთვის.

7. კატების წონა მერყეობს 2,5-7 კგ. იშვიათად აღემატება 10 კგ-ს. ყველაზე დიდი კი შეიძლება იყოს 23 კგ.

8. კატები საშუალოდ ცოცხლობენ 15-20 წელს. ყველაზე დიდი კატა, რომელიც ცნობილია იცოცხლა 36 წელი. ყველაზე ცოტა ხანს კი ცოცხლობს დატყვევებული ველური კატა. (2 წელი და ნაკლები).

9. კატები არიან ძალიან სუფთა ცხოველები. ისინი ასუფთავებენ თავიანთ ბეწვს ლოკვით. მათი ნერწყვი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა.

10. კატებს სძინავთ 12-16 საათი დღეში. მაგრამ არსებობს ისეთი კატაც, რომელსაც 20 საათი შეუძლია ეძინოს.

11. შუა საუკუნეებში კატა ასოცირდებოდა ჯადოქრობასთან. ხშირად მათ წვავდნენ ან ისროდნენ დიდი სიმაღლიდან.

12.ყველაზე პატარა კატა გვხვდება შრილანკაში. იგი ჩვეულებრივი კატის ნახევარია. ყველაზე დიდი კატა კი ვეფხვია. ეს არის დედალი ციმბირული ვეფხვი ან ამურის ვეფხვი რომელთა სიგრძე აღემატება 3 მეტრს, ხოლო წონა 300 კილოგრამამდეა.

13. კატის ყნოსვის უნარი 14-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის.

14. კატა სიარულისას უფრო მეტად იყენებს ორივე მარცხენა ფეხს, ხოლო სირბილისას მარჯვენას. ამის გაკეთება მხოლოდ აქლემს და ჟირაფს შეუძლია.

15.კატას სჭირდება იმ სინათლის 1/6 რაც ადამიანს რომ დაინახოს.

16. კატის თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს მისი ასაკის მატებასთან ერთად.

17. კატის ცხვირი ისეთივე უნიკალურია როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი.

18. დედალ კატას ცხოვრების მანძილზე შეუძლია იყოლიოს ასზე მეტი კნუტი.

19. კატებს შეუძლიათ გამოსცენ ასამდე სხვადასხვა ხმა, როცა ძაღლებს შეუძლიათ მხოლოდ 10.

20. კატას შეუძლია გაარჩიოს საკუთარი პატრონის  ნაფეხური ასობითს შორის.

წყარო: https://www.facebook.com/

კომენტარები

სხვა სიახლეები