20 რამ, რაც აუცილებლად უნდა მოიშოროთ ახალ წლამდე!

2016 წელი დასასრულს უახლოვდება. დროა, გადავხედოთ გასულ წელს და გამოვიტანოთ დასკვნები, გადავაფასოთ ცხოვრებისეული ღირებულებები. რა უნდა ჩავაბაროთ წარსულს და რა წავიღოთ თან მომავალში?
შიში, შფოთვა, მოწყენილობა, სინანული – დროა, გავთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან! ახალი წლის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ შესაძლებლობა გეძლევათ, თავიდან დაიწყოთ ყველაფერი!
გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა უნდა მოიცილოთ ახალ წლამდე:
* განაგდეთ აზრები, რომლებიც ხელს გიშლით, იგრძნოთ საკუთარი ძალა და შესაძლებლობები;
* განაგდეთ დანაშაულის გრძნობა, რომელიც ხელს გიშლით, გააკეთოთ ის, რაც გსურთ;
* განაგდეთ შიშები რაღაც უცნობის წინაშე. გადადგით ერთი პატარა ნაბიჯი და დაინახავთ, როგორ გაიხსნება ახალი გზები თქვენთვის;
* განაგდეთ სინანული. ცხოვრების გარკვეულ მომენტში აზრი “ჩემთვის სულერთია” აუცილებელი იყოს თქვენთვის;
* განაგდეთ შფოთვები. ნერვიულობა იგივეა, რაც მოითხოვო ის, რაც არ გჭირდება;
* განაგდეთ ბრალდებები სხვების მიმართ. თავადვე აგეთ პასუხი საკუთარ ცხოვრებაზე. თუ რაიმე არ მოგწონთ, არის ორი ვარიანტი: ან მიიღო, ან შეცვალო;
* განაგდეთ აზრები, რომ თქვენს თავს რაღაც ხდება. სამყაროს ისეთი სჭირდებით, როგორიც ხართ;
* განაგდეთ აზრი იმაზე, რომ თქვენი ოცნებები უმნიშვნელოა. მუდამ მიჰყევით გულისთქმას;
* განაგდეთ თვისება, მუდამ საკუთარ თავზე აიღოთ ყველა ვალდებულება. ნუ დახარჯავთ ამაზე ძალებს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქრეთ, რადგან თქვენ მნიშვნელოვანი ხართ;
* განაგდეთ აზრი იმაზე, რომ სხვები თქვენზე ბედნიერები და წარმატებულები არიან. თქვენ იქ ხართ, სადაც საჭიროა და ცხოვრების გზა იხსნება საუკეთესო კუთხით;
* განაგდეთ აზრი იმაზე, რომ სამყაროში ყველაფერი უნდა დაიყოს სწორად და არასწორად, შავად და თეთრად, დატკბით კონტრასტებით და დააფასეთ ცხოვრების მრავალფეროვნება;
* განაგდეთ წარსული. დადგა დრო, იმოძრაოთ წინ და დაწეროთ ახალი ისტორია;
* განაგდეთ აზრი, რომ იქ არ ხართ, სადაც საჭიროა. სწორედ საჭირო ადგილას ხართ, საიდანაც გაემართებით სასურველ ადგილას. უბრალოდ, ჰკითხეთ თავს, რა მიმართულებით გსურთ მოძრაობა;
* განაგდეთ სიბრაზე ყოფილ შეყვარებულზე ან ოჯახის წევრებზე. ყველა ვიმსახურებთ სიყვარულს და ბედნიერებას. თუ სიყვარული დამთავრდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ყოფილა;
* განაგდეთ სურვილი, გააკეთოთ მეტი და იყოთ მეტი, ვიდრე ხართ. დღესდღეობით თქვენ გააკეთეთ საუკეთესო, რაც შეგეძლოთ და ეს საკმარისია;
* განაგდეთ სურვილი, იცოდეთ ყველაფერი წინასწარ. ყველაფერს გაიგებთ, როცა თქვენს გზაზე ივლით;
* განაგდეთ ფულთან დაკავშირებული პრობლემები. შეადგინეთ გეგმა, რომ მოიშოროთ ვალები და განეწყვეთ ფინანსური კეთილდღეობისთვის;
* განაგდეთ აზრი, იხსნათ და შეცვალოთ ადამიანი. თითოეულს თავისი გზა აქვს. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ, არის ის, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე და ნუ მიმართავთ ყურადღებას გარშემომყოფებზე;
* განაგდეთ მცდელობა, ყველასგან დადებითი პასუხი მიიღოთ. თქვენი უნიკალურობა განსაკუთრებულს გხდით;
* განაგდეთ საკუთარი თავისადმი სიძულვილი. თქვენ არ ხართ თქვენი სხეული და ციფრები სასწორზე. შეიგნეთ ვინ ხართ და გახსოვდეთ, რომ სამყაროს ისეთი სჭირდებით, როგორიც ხართ. დააფასეთ საკუთარი თავი!

წყარო:http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები