20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმიანი შეხვედრები და მივლინება დილით დანიშნეთ. საღამოს – საოჯახო შეხვედრები. შეეხმიანეთ ნათესავებს და უპასუხეთ პირად შეტყობინებებს.

კურო
გამოავლინეთ მეტი შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს რთული საქმეების მოგვარებაში. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დღეს აუჩქარებლად უნდა იმუშაოთ, რათა შეცდომები არ გაგეპაროთ. თქვენი უმნიშვნელო მიღწევაც კი სათანადოდ დაფასდება. გაამდიდრეთ რაციონი ხილის წვენებით და ეცადეთ არ მოიწყინოთ.

კირჩხიბი
ეცადეთ, საინტერესო და პოზიტიურ ადამიანებთან ერთად გაატაროთ მეტი დრო. დღევანდელი დღე ისეთი მოვლენებით იქნება აღსავსე, რაც თქვენს ცხოვრებას პოზიტიურად შეცვლის.

ლომი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები და საქმეები. შეიძლება სამსახურის ან ცხოვრების შეცვლა მოგინდეთ. საკუთარი მოსაზრებები და განცდები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ.

ქალწული
დილიდან სამსახურის საქმეებით იქნებით დატვირთული. ყურადღება და ინტერესი გამოიჩინეთ უმნიშვნელო დეტალის, ინფორმაციის მიმართაც კი. წარმატება თქვენ მხარესაა, ამიტომ არ იზარმაცოთ, იმოქმედეთ.

სასწორი
კარგი დღეა საქმიანი მიმოწერისა და კონტაქტების გასაუმჯობესებლად. საქმეების მიუხედავად დრო დასვენებისთვისაც გამონახეთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ეცადეთ ბავშვებთან ერთად გაერთოთ.

მორიელი
მნიშვნელოვანი საქმეები შუადღისთვის დაგეგმეთ. დილა საკუთარ თავს, გამოძინებას დაუთმეთ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. საღამოს სამომავლო გეგმები შეადგინეთ ან ახალი მიზნები დაისახეთ.
მშვილდოსანი
დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება და რჩევა. საღამო საყვარელ ადამიანთ ერთად გაატარეთ, განიხილეთ სამომავლო გეგმები. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

თხის რქა
ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. მისთვის რაიმე სასიამოვნო გააკეთეთ, ან სიურპრიზი მოუწყვეთ. დაუფარავად გამოხატეთ დადებითი გრძნობები.

მერწყული
წარმატება პირად ცხოვრებაშიც გელით და სამსახურშიც. დღე ჰარმონიულად ჩაივლის. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანს და დრო მხიარულად გაატარეთ.

თევზები
მოერიდეთ ხასიათის ცვალებადობას. ეცადეთ, დილიდან კარგი განწყობა შეიქმნათ და მთელი დღე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები