20 მარტს მზე თევზებიდან ვერძის ნიშანში გადადის. ვერძი პირველი ნიშანია, ამიტომ, ასტროლოგიური ახალი წელიც ამ დღეს იწყება. ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს:
“20 მარტს დიდი დღეა. მზე თევზებიდან ვერძში გადადის (13:37სთ).
გაზაფხულის ბუნიობაა. გვაქვს ასტროლოგიური ახალი წელი
და ამ ყველაფერთან ერთად, აღვნიშნავთ
ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს.
ვერძი პირველი ნიშანია, ახალი სოლარული ციკლის დასაწყისია და სწორედ ამიტომ, ასტროლოგიური ახალი წელიც ამ დღეს იწყება. ამ დროიდან იღვიძებს ბუნება… და არა მხოლოდ ბუნება.
ვერძი ცეცხლოვანი ენერგია, ინიციატივები, საკუთარი თავის რწმენა და მებრძოლი სულისკევეთებაა. დროა, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენს გეგმებს და მოვემზადოთ მოქმედებისთვის.
გამოღვიძების, გამოფხიზლების, კეთების დროა!
გილოცავთ! დაე, მზესავით ვანათოთ და გავათბოთ!ყველაფერი კარგად იქნება!
P.S. ჩემს კოლეგებს ვულოცავ ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს!”-წერს ასტროლოგი.