20 კითხვა მათთვის, ვისაც აზროვნება უყვარს

არსებობს ასეთი წიგნი – „10000 კითხვა ძალიან ჭკვიანებისთვის“, რომელიც შედგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური თამაშების საფუძველზე (მსგავსად თამაშისა „რა? სად? როდის?“). კითხვების უმეტესობა შედგენილია ისეთი პრინციპით, რომ მათზე პასუხის გაცემა, სასკოლო პროგრამის ცოდნაზე დაყრდნობით, ფაქტობრივად, ყველას შეუძლია. ზოგჯერ სწორი პასუხის მიგნება თავად კითხვაშიც შეიძლება – საჭიროა მხოლოდ მისი ყურადღებით წაკითხვა.
გთავაზობთ 20 კითხვას, რომლითაც შეგიძლიათ გამოცადოთ საკუთარი თავი, სწორი პასუხი კი იხილეთ სტატიის ბოლოს:

კითხვა 1 – საერთაშორისო ავიაგადაზიდვების წესების მიხედვით, რომელ ორ მგზავრს არ შეუძლია იმყოფებოდეს თვითმფრინავის სალონში სავარძლების ერთ რიგში?
კითხვა 2 – ირანში, ავტობუსში კონდუქტორი არ დადის და დგას ზუსტად შუაში. რატომ?
კითხვა 3 – 1445 წელს მოსკოვში ზარებმა თავისით ატეხეს რეკვა. ქალაქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა სამყაროს აღსასრული, თუმცა ეს „აღსასრული“ გადაიტანეს 1091, 1230, 1626 და 1802 წელსაც. რა მოხდა სინამდვილეში?
კითხვა 4 – ბირმის მკვიდრი მაცხოვრებლები ზრდიან ღორებს, ყიდიან ჩინელებზე, შემდეგ კვლავ მათგან ყიდულობენ ღორის ხორცს. რატომ მიმართავენ ასეთ არამომგებიან მანიპულაციებს?
კითხვა 5 – შვედეთში ძაღლის პატრონები უპირატესობას დაბალ, მოკლეფეხება ჯიშებს ანიჭებენ, მეზობელ ნორვეგიაში კი პირიქით, უყვართ საკმაოდ მაღალფეხება ძაღლები. რითი შეიძლება აიხსნას გემოვნების ასეთი განსხვავება მეზობელ ქვეყნებში?
კითხვა 6 – ყოველდღიურად დედამიწა წონაში 400 ტონას იმატებს. რის ხარჯზე ხდება ეს?
კითხვა 7 – რომელი უნიკალური გეოგრაფიული მახასიათებლით გამოირჩევა რუსეთი, თურქეთი და ეგვიპტე?
კითხვა 8 – კოლუმბიის რაიონ მუზოში აკრძალულია ქათმის დაკვლა სახელმწიფო წარმომადგენლის გარეშე. რით აიხსნება ეს უცნაური კანონი?
კითხვა 9 – მას შემდეგ რაც ლეგენდარულმა პელემ გამოსცა საკუთარი წიგნი „მე – პელე“, მან მიიღო ოქროს მედალი განათლების სამინისტროსგან. რისთვის?
კითხვა 10 – ღამით მოგზაურობისას, ტროპიკული აფრიკის ზოგიერთი მცხოვრები ფეხზე იბამს მწერებიან ტომარას. რისთვის?
კითხვა 11 – მექსიკური შტატის, ტობასკოს ხელისუფლება, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებისას, გადააწყდა გადაულახავ წინააღმდეგობას. შედეგად, მათ მხოლოდ ერთი სახის ლუდის გაყიდვაზე აკრძალვის დაწესება შეძლეს. ამის გამო ლუდის ბარის მფლობელები გაიფიცნენ. რომელი ლუდის გაყიდვა აეკრძალათ მათ?
კითხვა 12 – სვაზილენდში უწესოდ ითვლება პარლამენტარებისთვის ხელის შეშლა, როდესაც ისინი წინაპრებთან თათბირობენ. რა გზით აკეთებენ ისინი ამას?
კითხვა 13 – როდესაც ველურ აფრიკულ ტომში ვინმე მძიმედ ავადდება, ჯადოქარს შეუძლია ავადმყოფობის გამოდევნა ისე, რომ შესაძლებელია მისი ხელში დაჭერა და შემდეგ გულუბრყვილო თეთრ ტურისტებზე მიყიდვა. როგორ ?
კითხვა 14 – გიბრალტარის სრუტეში არის კუნძული, რომლის გვერდის ავლაც სრუტის გადალახვისას ანტიკურ ხანაში შეუძლებელი იყო. ამით მარჯვედ სარგებლობდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი და ყველას ახდევინებდნენ დაწესებულ გადასახადს. რა ეწოდება ამ კუნძულს?
კითხვა 15 – მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარე მდებარეობს აშშ-ში, მისი სიგრძე 134 მეტრია და აქვს უჩვეულო, მოკლე სახელი, რომელიც იწყება „დ“ ასოთი. დაასახელეთ იგი.
კითხვა 16 – კოსმონავტები ამბობენ, რომ სიმაღლიდან მდინარის კალაპოტები გამოიყურება, როგორც ცოცხალი ორგანიზმის სისხლის არტერიები. ეს მხატვრული შედარება არც ისე შორსაა სინამდვილისგან. შემთხვევითი არ არის, რომ დიდი სამამულო ომის დროს ოდესელი ქირურგები იყენებდნენ სისხლის შემცვლელად წყალს. რომელს?
კითხვა 17 – მეორე მსოფლიო ომამდე მფრინავ-დალტონიკებს არ იღებდნენ აშშ-ის საჰაერო ძალებში, მაგრამ 1941 წელს სიტუაცია ძირეულად შეიცვალა – მათ უპირატესობასაც კი ანიჭებენ. რატომ?
კითხვა 18 – ჩრდილოეთის ზოგიერთი ზღვის ფსკერზე, შედარებით მცირე სიღრმეზე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ მცირე, გათხრილი ჭრილები, რომელთა სიგრძე ასეულობით, სიღრმე – კი რამდენიმე მეტრია. დაასახელეთ მათი შემქმნელი „მთხრელი“.
კითხვა 19 – რას კიდებდნენ ახალ წელს ჭერში გერმანელები გასული საუკუნის 30-იან წლებამდე?
კითხვა 20 – ისლანდია განთქმულია საახალწლოდ მსოფლიო რეკორდების დამყარებით. რომელ საკმაოდ სახიფათო სფეროში ახერხებს იგი ამას?

აი, დაპირებული პასუხებიც:

პასუხი 1 კატას და ძაღლს.
პასუხი 2 იგი ჰყოფს მამაკაცებსა და მანდილოსნებს.
პასუხი 3 მიწისძვრა.
პასუხი 4 ბუდიზმი უკრძალავს მათ დაკვლას.
პასუხი 5 შვედეთში ძაღლის მეპატრონეებისათვის გადასახადი წესდება ძაღლის სიმაღლის მიხედვით, ხოლო ნორვეგიაში მისი სიგრძის.
პასუხი 6 ამის მიზეზია კოსმოსური მტვერი.
პასუხი 7 მსოფლიოს ორ ნაწილზე განლაგება.
პასუხი 8 მათ კუჭებში შესაძლოა იყოს ზურმუხტი, რომელსაც ქათმები ყლაპავენ საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობისთვის.
პასუხი 9 ბევრმა ისწავლა კითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლებოდათ წაეკითხათ ეს წიგნი.
პასუხი 10 გზის გასანათებლად (ტომარაში აგროვებენ ციცინათელებს).
პასუხი 11 ცივი ლუდის!
პასუხი 12 სიზმარში
პასუხი 13 ჯადოქარი ავადმყოფობას ხსნის ნიღბის მეშვეობით, რომელსაც შემდგომ ბაზარზე ჰყიდიან.
პასუხი 14 ტარიფი.
პასუხი 15 დ (უფრო მოკლეს ვერც იფიქრებდით).
პასუხი 16 ზღვის (მასში კონცენტრირებულია ე.წ. ბიოგენური ნივთიერებები, ქიმიური და ენერგეტიკული მახასიათებლები, რომლებიც ახლოს არის ადამიანის სისხლის შემადგენლობასთან).
პასუხი 17 იმიტომ, რომ ისინი უკეთ ხედავენ შენიღბულ ობიექტებს.
პასუხი 18 აისბერგები, რომლებიც გამოირიყნენ.
პასუხი 19 ნაძვის ხეს.
პასუხი 20 ისლანდია ლიდერობს გაშვებული ფეიერვერკების რაოდენობით.

წყარო: http://genius.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები