ვერძი
წარმატება გელით ნებისმიერ წამოწყებაში. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ეგოისტურად განწყობილი. დაისვენეთ, გამოიძინეთ.
კურო
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. რჩევა უხუცეს ნათესავებს, გამოცდილ კოლეგებს ჰკითხეთ. საყვარელ ადამიანთან გაიუმჯობესებთ ურთიერთობას, თუ ძველ წყენას დაივიწყებთ.
ტყუპი
ახალ კონტრაქტს გააფორმებთ, რომელიც მომავალში ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას შეინარჩუნეთ “ოქროს შუალედი”. ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეებში მოერიდეთ ცვლილებების შეტანას. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ახლობლებთან გულითადი საუბარი თვითრწმენას დაგიბრუნებთ. გამოისწორეთ ძილის რეჟიმი.
ლომი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი; დაიხმარეთ კოლეგები. დაიწყეთ ვარჯიში. ახალ გაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებსა და ფინანსურ საკითხებს. საყვარელი ადამიანი ახალ წამოწყებებში ხელს შეგიწყობთ. გამოისწორეთ ძილის რეჟიმი. მარტოხელებს ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც რომანში გადაიზრდება.
სასწორი
წარმატებას მიაღწევთ, თუ გაბედულად იმოქმედებთ. უარი არ თქვათ საქმიან შემოთავაზებაზე. შეამცირეთ ყავისა და ენერგეტიკული სასმელების სმა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.
მორიელი
ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაფიქრების შემდეგ მიიღეთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
ახალი იდეებისა და გეგმების განხორციელება მომავლისთვის გადადეთ. ნათესავები მორალურ მხარდაჭერასაც აღმოგიჩენენ და მატერიალურსაც. თუ თავად არ გახდებით კონფლიქტის მიზეზი, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ მისამართის შეცვლა. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა კაპიტალდაბანდებისა და უძრავი ქონების საყიდლად. თუ პარტნიორთან ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, იზრუნეთ გაუმჯობესებაზე.
მერწყული
კარგი შედეგით დასრულდება საქმიანი შეხვედრები. ხშირად გაიღიმეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. გამონახეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის.
თევზები
ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს. იზრუნეთ ბიზნესის განვითარებაზე. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შეყვარებულები მოერიდეთ კამათს პარტნიორთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge