20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა დღეს შემთხვევით მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამჟღავნების მომსწრე გახდეთ, ან შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ გათქვათ თქვენი საიდუმლო, ამიტომ სასურველია შეამციროთ კონტაქტები და ნაკლები ისაუბროთ.

კურო

ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ საკითხებზე, გადახედეთ პირად ბიუჯეტს, გააკეთეთ შემოსავლების და გასავლების აღრივხვის გეგმა უახლოესი პერიოდისთვის და მიჰყევით მას.

ტყუპები

ნებისმიერი საქმე. რომელიც ყურადღებას და მოთმინებას მოითხოვს წარმატებას მოგიტანთ, ასევე ყოველგვარ რთულ პრობლემას მოუძებნით უნივერსალურ გასაღებს და ყველას გააოცებთ თქვენი გონიერებით.

კირჩხიბი

სასურველია თავი აარიდოთ ხალხმრავლობას, დღეს ინიციატორის როლს ნუ მოირგებთ. მიჰყევით ძველ საქმიანობას, იმუშავეთ თქვენი სამომავლო გეგმების განხორციელების ახალ გზებზე.

ლომი

მოულოდნელად შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს თქვენი წარსულიდან, რეალობა და წარმოსახვა, მოგონებები და ოცნებები ერთმანეთში აირევა, რაც ქაოსს გამოიწვევს და რაღაც დროით ჩვეული ცხოვრების რიტმს დაარღვევს. ელოდეთ სიახლეებს.

ქალწული

განმარტოება და დასვენება ირგვლივმყოფთა მომაბეზრებელი ხმაურისგან ახალი ძალებით აგავსებთ,შედეგად უამრავ საკითხს მოაგვარებთ და არსებული პრობლემებიდან მარტივ გამოსავალს იპოვნით.

სასწორი

დღეს შეძლებთ გულახდილი საუბრით თქვენთვის საინტერესო ადამიანის გულის მოგებას, ასევე ბევრ რამეს შეიტყობთ მის შესახებ. ეს დღე დიდი ალბათობით განსაკუთრებული ურთიერთობის დასაწყისი იქნება.

მორიელი

ნუ აჰყვებით არაკეთილმოსურნეთა პროვოკაციებს, თავი შეიკავეთ მათთან კომუნიკაციისგან რათა ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ. შეეცადეთ იყოთ თავდაჭერილი და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე.

მშვილდოსანი

სასურველია თავი შეიკავოთ რთული, სერიოზული საქმეებისგან და საოჯახო ყოფითი საკითხებით დაკავდით ან გაერიდეთ ყველაფერს და მყუდრო გარემოში დაისვენოთ.

თხის რქა

დღეს გაგიჭირდებათ ირგვლივმყოფებთან ურთიერთგაგება, შესაძლოა თქვენმა გაღიზიანებამ დაპირისპირება და კამათიც გამოიწვიოს, სასურველია თავი შეიკავოთ ერთობლივი საქმეების წამოწყებისგან.

მერწყული

შესაძლოა დეპრესიულმა განწყობამ შემოგიტიოთ და თქვენი დემონსტრაციულობით ყველა დააფრთხოთ. ნამდვილად არ არის საჭიირო ცხოვრების მცირე დაბრკოლებებისგან ტრაგედიის შექმნა.

თევზები

თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისა დაკონფლიქტებისგან. სასურველია დრო და ენერგია საოჯახო საქმეებს, გარემო სივრცის მოწერსიგებას და სამომავლო გეგმების დალაგებას მიუძღვნათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები