ვერძი
ყველა აკრძალვა უკან დარჩა და სურვილების ასრულების დროა. ამჟამად ყველა საქმეში წარმატება გელით. თანდაყოლილი შრომისუნარიანობის წყალობით, მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ. ეცადეთ, საკუთარი ინიციატივით ახალი შეზღუდვები არ დაიწესოთ და დაკარგული მეგობრები დაიბრუნოთ.
კურო
ამ დღეს სატრანსპორტო სფეროს მუშაკებს: სატვირთო მანქანების მძღოლებს, ავიატორებს, რკინიგზის თანამშრომლებს თუ მეზღვაურებს დატვირთული მუშაობა ელით. თუნდაც ყელამდე საქმეში იყოთ ჩაფლული, მომგებიან წინადადებასა და შეთანხმებებზე უარი არ თქვათ.
ტყუპები
მოსალოდნელია კონფლიქტი ახლობელ ადამიანებთან, რომლებსაც ცხოვრებაზე თქვენგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ეცადეთ, ახლობლებთან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია შეინარჩუნოთ და თავაზიანობის ზღვარს არ გასცდეთ.
კირჩხიბი
ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ გელით, თუმცა ენერგეტიკის თვალსაზრისით, თქვენთვის თებერვალი წლის საუკეთესო დრო არაა. ნუ ეძებთ საკუთარ თავში დაავადებებს, რომლებიც არ გაქვთ. ეცადეთ, საღამო ოჯახთან გაატაროთ და სამსახურებრივი საკითხები კოლექტივთან ერთად გადაჭრათ. გირჩევთ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იცხოვროთ.
ლომი
გამორიცხული არაა, რომ წვრილმანები, რომლებზეც თვის განმავლობაში თვალს ხუჭავდით და უმნიშვნელოდ მიგაჩნდათ, თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. მომატებული იმპულსურობა და ნევროზულობა არაპროგნოზირებადს გაგხდით. გამორიცხული არაა, რომ ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. ცუდი დროა სერიოზული საკითხების მოსაგვარებლად.
ქალწული
ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია „სიცივე“ და გაუცხოება. ბევრ ქალწულს გაუჭირდება დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლა და მომხდარის რეალურად აღქმა. გახსოვდეთ, რომ ოჯახში ურთიერთგაგება, პირველ რიგში, თქვენზეა დამოკიდებული.
სასწორი
ამ დღეს იმპულსური, ფეთქებადი, უშიშარი და თავდაჯერებული იქნებით. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მოერიდეთ ტყუილსა და ცდუნებას. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ მომთმენი.
მორიელი
თქვენი ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე იდეალური იქნება – ფულადი სახსრების გადინება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოგიწევთ. შესაძლოა, სხვებისთვის სათამაშო მარტივად გახდეთ. განსაკუთრებით ერიდეთ გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობას.
მშვილდოსანი
ამ დღეს მიღებული პოზიტიური მომენტები უამრავ უსიამოვნებასა და პრობლემას აგაცილებთ თავიდან, რომლებიც დღის ან სამუშაო კვირის ბოლოს გელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, უფრთხილდეთ გაციებას – შესაძლოა, ავად გახდეთ. სახლში მისვლის შემდეგ ჩათბით საწოლში, ამოიცვით წინდები და დაისვენეთ. დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მერწყული
ბავშვებთან ძალიან ახლო და სანდო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ნუ დააიგნორებთ ბავშვს, რომელიც კითხვით მოგმართავთ ან თამაშს გთხოვთ. ნუ შეგეშინდებათ მისთვის ყველაზე ფარული ფიქრებისა და თუნდაც შიშების გაზიარების.
თევზები
ვენერა – სიყვარულის პლანეტა სიმბოლურ, მეთორმეტე სახლში იმყოფება. შესაბამისად, თევზების ცხოვრება ოცნებებით, იმედებითა და სასიყვარულო შეხვედრებით აივსება. სამწუხაროდ, საიდუმლოების თამაში დიდ დივიდენდებს ვერ მოგიტანთ. სასურველია, ფხიზლად იყოთ: რომანტიკას, შესაძლოა, საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივა ჰქონდეს.