ვერძი
დღეს არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება. პოტენციურად ფეთქებადი სიტუაცია ზეგამდე გაგრძელდება.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს დგომას. მიმოიხედეთ გარშემო – უამრავ მოდუნებულ ზურგს შეამჩნევთ. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, რათა თქვენც იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. მოუფრთხილდით ნერვებს – მომავალ კვირას კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან წინ საკმაოდ დაძაბული კვირა გელით. სიყვარული: თქვენი საუკეთესო მეგობრის რჩევები თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის პრობლემების გადასაჭრელად შეუცვლელი იქნება.
კურო
ის, რაც დღეს დასასრულად მოგეჩვენებათ, სრულიად შესაძლებელია, უბრალოდ, ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს. წინ ახალი პერსპექტივები გელით.
ახალი ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე დაიწყეთ. ნუ შეგეშინდებათ – აუცილებლად გამოგივათ, მთავარია, თქვენი სურვილი იყოს.
გამარჯვება ახალწამოწყებულ საქმეში, რომელზეც ასეთ იმედებს ამყარებთ, არცთუ ადვილი მოსაპოვებელი იქნება. ფრთხილად! ადვილი შესაძლებელია, უსაფუძვლო ილუზიები შეიქმნათ.
დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს ყურადღების მაქსიმუმი დასჭირდება, რათა თქვენს ხაფანგში არ გაებას.
ტყუპები
მიზნის მისაღწევად რისკზე წასვლა მოგიწევთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, სპორტის რომელიმე არატრადიციული სახეობა აითვისოთ, მაგალითად, ჩინური ტანვარჯიში. ამ გზით იმ კუნთებს გაივარჯიშებთ, რომლებსაც, შესაძლოა, აქამდე ყურადღებას არც კი აქცევდით.
იმისთვის, რომ კონკურენტებს მოუგოთ, რისკზე წასვლაა საჭირო და ეს რისკი ძალიან დიდია. იფიქრეთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ გაჭიანურება არ ღირს.
საყვარელ ადამიანს თქვენი დავალების შესრულება მარტოს გაუჭირდება და შესაძლოა, გარშემომყოფებს დახმარებისთვის მიმართოს. თუ არ გსურთ, უცხო ადამიანებმა თქვენი პრობლემების შესახებ გაიგონ, ჯობია, ახლავე გააფრთხილოთ პარტნიორი.
კირჩხიბი
თუ თავს გარემოებათა მსხვერპლად მიიჩნევთ, მოძებნეთ ადამიანი სახის მჟავე გამომეტყველებით და დაფიქრდით – გსურთ მასავით გამოიყურებოდეთ? მგონი, არ ღირს თავის დიდხანს შეცოდება!
არ არის გამორიცხული, დღეს თავისა და კუნთების ტკივილმა შეგაწუხოთ. პრობლემების თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ, სწორად დაგეგმოთ დღის აქტივობები.
ვარსკვლავები არ გირჩევენ დღეს იმაზე ფიქრს, რა პოზიციაზე, როდის, ვისთვის და ვისთან ერთად გიწევთ მუშაობა, ამან შესაძლოა, განწყობა საგრძნობლად გაგიფუჭოთ.
კარგი იქნება, თუ დასვენების დღეს ოჯახთან ერთად გაატარებთ. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა მთელი კვირის სამყოფი ენერგიით აგავსებთ.
ლომი
კარგი იქნება, თუ დღეს ხმაურისგან მოშორებით, სიმყუდროვეში გაატარებთ და დაფიქრდებით ყველა წვრილმან პრობლემაზე, რომელიც აქამდე გადაუჭრელი დაგრჩათ.
ნუ მოდუნდებით. თქვენი ორგანიზმისთვის კარგი იქნება, თუ მთელ დღეს ტონუსში მყოფი გაატარებთ.
დღეს თქვენი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად ახერხებთ ადამიანებთან მოლაპარაკებასა და შეთანხმებას რიგ საკითხებზე.
მთელი დღის განმავლობაში ფიქრები ოჯახზე თქვენთვის დომინანტური იქნება, თუმცა სანერვიულო ნამდვილად არაფერი გექნებათ.
ქალწული
დღეს თქვენ გარშემო ყველაფერი ბურუსით მოცული იქნება. არ ღირს გარისკვა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
დღევანდელი დღე თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავი შანსია, მთავარია – არ მისცეთ სირთულეებს თქვენი დათრგუნვის უფლება. გქონდეთ იმედი, რომ მალე ყველაფერი თავისით დალაგდება.
ბიზნესი: წარმატებისთვის თქვენი კოლეგების სრული მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ეცადეთ, თქვენს იდეებს სწორი მიმართულება მისცეთ და შედეგი ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის სიტყვები ზედმეტად შეგაშინებთ. არ არის გამორიცხული, შიშის მიზეზიც გქონდეთ, თუმცა მეტად მოსალოდნელია, ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იყოს.
სასწორი
დღევანდელი დღე თქვენი მოთმინებისთვის დიდი და მოსაწყენი გამოცდა იქნება. თუმცა თუ მოითმენთ და არ გაექცევით მათ, აუცილებლად დაჯილდოვდებით.
თუ სპორტულ დარბაზში სიარულს ვერ ახერხებთ, თქვით უარი ლიფტზე და იარეთ კიბით. ეს შესანიშნავი ვარჯიში იქნება თქვენი ორგანიზმისთვის.
შესანიშნავი შანსი გექნებათ, ურთიერთობა მოაწესრიგოთ ადამიანთან, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში უთანხმოება გქონდათ. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შერიგების შესაძლებლობას ის აუცილებელი საქმე მოგცემთ, რომელიც ერთად უნდა გააკეთოთ. საქმეზე მუშაობა კი ხანგრძლივი და შრომატევადი იქნება.
თუ გსურთ, უფრო მეტად შეგიყვარონ, კარგი იქნება, თუ თქვენს გარეგნობას მეტ ყურადღებას დაუთმობთ. თუ სალონში შესვლას დღეს ვერ მოახერხებთ, ცხელი, არომატული აბაზანითა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წვენითაც ადვილად „გამოძვრებით“.
მორიელი
ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას. მართალია, ის ყველაზე ნათელია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ მოტყუვდებით. დარწმუნდით!
თავის ტკივილი თუ შეგაწუხებთ, ეცადეთ, ტკივილს სუფთა ჰაერზე სეირნობით გაუმკლავდეთ. არ არის საჭირო, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს მაშინვე მიმართოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს სამუშაოს დიდ დროს ნუ დაუთმობთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე არ იცდის, ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე ყველაზე ძვირფასია. ხომ გახსოვთ – ჯამრთელობას ფულით ვერ იყიდით!
ეცადეთ, გამოიცნოთ, რა რეაქციას ელის თქვენგან თქვენი საყვარელი ადამიანი და ასიამოვნოთ ის.
მშვილდოსანი
ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც არ სვამს. მაგრამ ბევრი ალკოჰოლი რომ მავნებელია, ნურც მაგას დაივიწყებთ.
რთულმა ცხოვრებისეულმა პრობლემებმა შესაძლოა, მძიმე დარტყმა მოგაყენოთ. თუ გსურთ, რომ არ მისცეთ სტრესს უფლება, გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე, რელაქსაციის ტექნიკას უნდა დაეუფლოთ.
როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ უფროსობა, იყავით მეგობრული თქვენი დროებითი ქვეშევრდომების მიმართ. ეს ჩიხიდან გამოსვლაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
თუ თქვენს ურთიერთობაში რაიმე არ გსიამოვნებთ, ნუ მოგერიდებათ ამაზე თქვენს პარტნიორთან გულახდილად საუბარი. მხოლოდ ასე შეძლებთ სრული ჰარმონიის მიღწევას.
თხის რქა
დღეს მოგიწევთ, სწრაფად იფიქროთ. დრო არ ითმენს. თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
თუ დღეს გააცნობიერებთ, რომ ზუსტად მიხვდით, რა გაწუხებთ და როგორ გამოასწოროთ ეს პრობლემები, ჩაიწერეთ მოქმედების გეგმა ფურცელზე და დაიცადეთ ზეგამდე. სავარაუდოდ, ზეგ თქვენი მიგნება სრულიად არასწორად მოგეჩვენებათ.
დროა, ისწავლოთ ტიპური ოპერაციებისთვის საჭირო დროის შემცირება. შესაძლოა, ამისთვის რამდენიმე ახალი კომპიუტერული პროგრამის შესწავლა მოგიწიოთ, სამაგიეროდ, მომავალში დროს მოიგებთ.
გახსოვდეთ – შიში არაკონსტრუირებული გრძნობაა და სჯობს, მისგან რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ.
მერწყული
დღეს სხვა ადამიანის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გექნებათ. გამოიყენეთ ეს შანსი ბრძნულად.
აუცილებელია, მოდუნება ისწავლოთ და ამაში არომათერაპიები დაგეხმარებათ.
ნუ იქნებით დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე, დააფასეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ, მით უმეტეს, რომ აშკარად გაქვთ მიზეზი, იამაყოთ საკუთარი შესაძლებლობებით.
აკონტროლეთ თქვენი თითოეული ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თქვენი საყვარელი ადამიანი გააკეთებს, რაც ნამდვილად არ მოგეწონებათ.
თევზები
დღეს თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას შემთხვევითობები მოახდენს. არ ღირს დროის დაკარგვა დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ამ დღეს მასაჟი თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თქვენი საყვარელი ადამიანი გაგიკეთებთ.
მოაგვარეთ საქმეები დღის განმავლობაში. ნუ დატვირთავთ ღამეს საქმეებით. დასვენება აუცილებელია!
კარგი განწყობისა და ნოსტალგიის ფონზე თუ მეგობრები შეკრებას გადაწყვეტთ, შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.