ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზში ბაკურ ბაკურაძის პირველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 30-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
გამოფენა 20 თებერვალს, 19:00 საათზე გაიხსნება და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.