20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო და სარფიან საქმიანობას შემოგთავაზებენ. თუმცა, მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. შეძლებისდაგვარად გადადეთ მოგზაურობის დაწყება და მგზავრობა შორ მანძილზე.

კურო
დღეს რთული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები.

ტყუპი
სასიამოვნო სიახლეები, მგზავრობა და ნაცნობობა გელით. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.

კირჩხიბი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. თამამად წამოაყენეთ საკუთარი მოთხოვნები.

ლომი
ცვლილებების, განახლების დღეა. ზოგიერთს მფარველი, სპონსორი გამოუჩნდება და შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში დაეხმარება. მოერიდეთ თაღლითებს და არ დაარღვიოთ კანონი.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან. ზოგი მოულოდნელი საჩუქრით, ამბით გაგახარებთ.

სასწორი
წარმატებული დღე გელით. თქვენი აქტიურობა დაფასდება და უფროსი საინტერესო საქმიანობას შემოგთავაზებთ. კარგი დღეა ახალი პროფესიის შესასწავლად.

მორიელი
წარმატებული და აქტიური დღე გელით. გარშემო მყოფების დახმარებით საკუთარი საქმეების მოგვარებას შეძლებთ. განსაკუთრებით იღბლიანია ეს დღე შოუ-ბიზნესში მოღვაწე მორიელებისთვის.

მშვილდოსანი
გამოიყენეთ ცოდნა, გამოცდილება და ახალი საქმეები წამოიწყეთ. მთავარია, ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების და გწამდეთ სამომავლო გამარჯვების.

თხის რქა
დღეს მხოლოდ საკუთარი თავის დახმარების იმედი უნდა გქონდეთ. გარშემო მყოფები დახმარების ნაცვლად ხელს შეგიშლიან. ყველაფერს მოასწრებთ და მოაგვრებთ, თუ სწრაფად და დაკვირვებულად იმოქმედებთ.

მერწყული
ზოგიერთს საჩუქარს მიართმევენ, ზოგიც ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენს. დღეს იმდენი თავისუფალი დრო გექნებათ, რომ ოჯახის წევრებს სათანადო ყურადღებას მიაქცევთ.

თევზები
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით იმათთან, ვისთანაც მომავალში თანამშრომლობას აპირებთ. საღამოს შეხვდით ნათესავებს, მეგობრებს.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები