ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში, ურანის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყების შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“20 აგვისტოდან პლანეტა ურანი რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობს და ის დირექტიული მხოლოდ 2022 წლის 18 იანვარს გახდება. ასე რომ, ურანის ეს რეტროგრადული ციკლი თითქმის ხუთ თვეს გასტანს (ურანი ამჟამად კუროს მე-15 გრადუსში მოძრაობს და ის რეტროგრადულად კუროს მე-11 გრადუსამდე იმოძრავებს).
რა ტენდენციებს დაუკავშირდება ურანის ეს ციკლი
ურანი – ასტროლოგიაში ითვლება თავისუფლების, ცვლილებების, რევოლუციების, ანარქიის, ახალი ტექნოლოგიების, ბუნებრივი კატაკლიზმების პლანეტად. ხოლო რეტროგრადული მოძრაობა უკან მოძრაობას ნიშნავს (ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დედამიწიდან დაკვირვებისას ხდება და არ უკავშირდება პლანეტის რეალურად უკან მოძრაობას).
საერთოდ, პლანეტის რეტროგრადულობა კარმულ ასტროლოგიას უკავშირდება. ამიტომ ამ ხუთთვიან პერიოდში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ ცვლილებებს მეტ-ნაკლებად ყველა იგრძნობს. ამას ცხადია კავშირი ექნება წარსულთან და იმ ცვლილებებთან, რომლებიც ადამიანმა წარსულში წამოიწყეს. ყველა ცვლილება, რომლებიც ადრე დაიწყო და აქამდე შედეგების მიღება ვერ მოხერხდა, გარკვეულ „გამოცდას“ გაივლის. მოსალოდნელია რიგმა ტენდენციებმა სერიოზული ჩარევა და გარკვეული გადალაგება ან გადაფასება მოითხოვონ. სწორედ ასე იქნება შესაძლებელი დაწყებული ცვლილებების გაგრძელება.
მთელ რიგ ქვეყნებში გაძლიერდება თავისუფლებისთვის ბრძოლა, მოსალოდნელია იფეთქოს აჯანყებებმა, განახლდეს კონფლიქტი იმ ქვეყნებში, სადაც მყიფე მშვიდობაა ან მხარეებს შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობს. ეს განსაკუთრებით ეხება 2021 წლის იანვრიდან – 2021 წლის 20 აგვისტომდე დაწყებულ პროცესებს.
ეს ხუთთვიანი პერიოდი იქნება ცვლილებების პერიოდი. უფრო მეტიც, მოსალოდნელია გარკვეული პროცესების, სისტემების, ტრადიციების ნგრევა.
მოსალოდნელია მთელი რიგი პრობლემების შექმნა ტექნოლოგიებთან, კომპიუტერებთან, ელექტროხელსაწყოებთან და დანადგარებთან. ასევე პრობლემებია მოსალოდნელია ინტერნეტთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემების შექმნა.
შესაძლოა გარკვეული გართულებები წარმოიშვას ფრენებთან დაკავშირებით. მოიმატებს ავიაკატასტროფების ალბათობაც.
რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი
ურანის ეს ციკლი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ე. წ. ფიქსირებული ნიშნებისთვის:
• კუროებისთვის;
• ლომებისთვის;
• მორიელებისთვის;
• მერწყულებისთვის.
ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთა პირად ჰოროსკოპში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი „სიგნიფიკატორი“ კუროს ზოდიაქოს მე-11 – მე-15 გრადუსამდე მონაკვეთში იმყოფება. ტრანზიტულ ურანს აუცილებლად ექნება რეზონანსი ამ ნატალურ პლანეტაზე და მოიტანს ცვლილებებს იმ ასტროლოგიურ სახლში, რომელშიც ეს ინგრესია ხდება.
რა არის არასასურველი
• დასვენება ექსტრემალურ სიტუაციაში ან ექსტრემალური სიტუაციაში მოხვედრა;
• ხშირი ავიაფრენები;
• გაუმართლებელ რისკზე წასვლა;
• ელექტროხელსაწყოების და ელექტროტექნიკის (მათ შორის, კომპიუტერების) უყურადღებოდ მიტოვება.
რა არის სასურველი
• ვიყოთ ფრთხილად ელექტროხელსაწყოებთან და ელექტროტექნიკასთან;
• არ შეგვეშინდეს ცვლილებების;
• ვიყოთ მოქნილი, განსაკუთრებით ახალ გარემოში ან ახალ ურთიერთობებში მოხვედრისას;
• შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები;
• გავაძლიეროთ მეგობრული კავშირები;
• ჩავიწეროთ იდეები, რომლებიც თავში მოულოდნელად მოგვივა (მათ შორის, არაადეკვატური იდეებიც, რადგან მოსალოდნელია ის მომავალში გამოგვადგეს).”-წერს რამაზ გიგაური.
სხვა სიახლეები