20 მტკიცებულება იმისა, რომ თქვენი ცხოვრება იმაზე ბედნიერია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

98
SHARE

ბედნიერი ცხოვრება ბევრი წვრილმანისგან შედგება. შესაძლოა, ზოგიერთს თქვენ ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ ისინი მართლაც, რომ დასაფასებელია.

1. ამ თვეში თქვენ გადასახადები უკვე დაფარეთ. შესაძლოა, ამის შემდეგ ცოტაოდენი ფულიც დაგრჩეთ.
2. თქვენ საკუთარ თავს კითხვებს უსვამთ და საკუთარ მოქმედებას ეჭვქვეშ აყენებთ. ეს ნიშნავს, რომ მომავალი ზრდისთვის და პროგრესისთვის მზად ხართ.
3. თქვენ გაქვთ სამსახური. არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე მუშაობთ. თქვენ გაქვთ ხელფასი, საკვები და საცხოვრებელი ადგილი.
4. თქვენ გაქვთ დრო იმისთვის, რომ გაერთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გართობა, შესაძლოა, მხოლოდ ტახტით, ვახშმით და სერიალით შემოიფარგლებოდეს.
5. თქვენ საკვების პრობლემა არა გაქვთ. გაქვთ არჩევანის შესაძლებლობაც კი, რა ჭამოთ დილით, შუადღით და საღამოს.
6. თქვენ საჭმელი სიამოვნებას განიჭებთ. ის თქვენთვის მხოლოდ სიცოცხლის საშუალება არ არის.
7. თვქენ გყავთ რამდენიმე ნამდვილი მეგობარი.
8. თქვენ შეგიძლიათ სადმე წახვიდეთ მანქანით ან მეტროთი, დალიოთ ერთი ჭიქა ყავა, და ამ წვრილმანებს ყურადღებას არც კი აქცევთ.
9. თქვენ ის აღარ ხართ, რაც ერთი წლის წინ იყავით. თქვენ უკეთესობისკენ იცვლებით და ამის შეფასების უნარი გაგაჩნიათ.
10. თქვენ გაქვთ დრო საყვარელი საქმის გასაკეთებლად და 24 საათის მანძილზე მუშაობა არ გიწევთ.
11. თქვენ გაქვთ აუცილებელი ტანსაცმელი.
12. თქვენ გრძნობთ, როდესაც ცხოვრებაში რაღაცა არ ხდება ისე, როგორც საჭიროა.
13. რომ შეგხვედროდათ საკუთარი თავი წარსულიდან, ეტყოდით: „მე და შენ ეს ქარიშხალი გადავიტანეთ“. ყველა პრობლემა თქვენ წარსულში დატოვეთ.
14. თქვენ გაქვთ საკუთარი სივრცე. არ არის აუცილებელი, რომ ეს თქვენი ბინა იყოს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ოთახის კუთხე, რომელიც თქვენი დიდი სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია.
15. თქვენ გაწყვიტეთ ურთიერთობები, რომლებიც სიამოვნებას არ განიჭებთ. თქვენ გახსნილი ხართ ახალი სასიამოვნო ურთიერთობებისთვის.
16. თქვენ რაიმე ძალიან გაინტერესებთ. არა აქვს მნიშვნელობა, რა არის ეს – სექსი, წიგნები, კოსმოსი ან კინო.
17. თქვენ იცით, საკუთარ თავს როგორ მიხედოთ – რამდენი საათი უნდა გეძინოთ, ვის გაესაუბროთ პრობლემატურ საკითხზე.
18. თქვენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად მუშაობთ. ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გქონდეთ მიზანი.
19. მომავალ გეგმებზე ჩაციკლულები არ უნდა იყოთ. დღევანდელი დღეებით უნდა ისიამოვნოთ.
20. თქვენ ცხოვრებაში ბევრი სირთულე დაძლიეთ და ამით ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეთ.

FB კომენტარები

კომენტარი