20-მეტრიანი ტალღა სანაპიროს უტევს – ჩინეთს თავს სუპერტაიფუნი “დუცზიუანი” დაატყდა (ვიდეო)

53
SHARE

ჩინეთის სანაპიროებს სუპერტაიფუნი დუცზიუანი (გუგული) მიუახლოვდა. სტიქია სანაპიროს თავს 20-მეტრიანი ტალღების სახით  დაატყდა. მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ ზღვაში გასულ ყველა გემს, სასწრაფო წესით  სანაპიროზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.  ფუცზიანის  პროვინციაში კი  ყველა ტურისტული ზონა დაიხურა.

ფუცზიანისა და  ჩჟეცზიანის პროვინციებში საგანგებო ზომებს უკვე მიმართეს. დაიწყო სანაპირო დამბების გამაგრება, ასევე შეჩერდა სწავლის პროცესი სკოლებში. მხოლოდ ფუცზიანის პროვინციაში, 600-ზე მეტი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად, ორივე პროვინციიდან 400 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. ტაიფუნის საფრთხის გამო, გადაიდო 100 ავიარეისი. მოძრაობა შეწყვიტა ასევე ასობით ჩქაროსნულმა მატარებელმა.

მანამდე სტიქია ტაივანში მძვინვარებდა, რასაც ადგილზე მსხვერპლიც მოჰყვა. EURONEWS-ის მონაცემებით,  დაღუპულია 3 ადამიანი, დაშავდა ასობით ადგილობრივი, უმეტესობა კი დატბორილი და დანგრეული შენობების ქვეშ მოყვა. არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც.

 

 

FB კომენტარები

კომენტარი