20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

674
SHARE

ვერძი
თავდასხმისთვის მზადყოფნას გამოთქვამთ. შესაძლოა, უიმედო სიტუაცია გამოასწოროთ. ამ დღეს სხვადასხვა სიტუაციებში მომენტალური რეაგირების შესაძლებლობა მოგეცემათ. დროა, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. შეუდექით ახალი პროექტების მოფიქრებას. არ მისცეთ საკუთარ თავს უსაქმურობისა და სიზარმაცის უფლება.

კურო
ეს დღე გამოცდილებას უკავშირდება. ნებისმიერი სიტუაციიდან მართალი გამოხვალთ. თუკი დაუღალავად იშრომებთ, მოგების გარეშე არ დარჩებით. განსაკუთრებით მარტივად გადაწყვეტთ მატერიალურ და ნებისმიერ კრიზისულ საკითხებს. ვარსკვლავები გირჩევენ, უშიშრად იმოქმედოთ.

ტყუპები
ამ დღეს მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებით, ბევრი რამ დაგაინტერესებთ ცხოვრებაში და სიამოვნებასაც ბევრი რამისგან მიიღებთ. განსხვავებულად მოაზროვნე ხართ და დასახულ მიზანს დაუყოვნებლივ მიაღწევთ.

კირჩხიბი
ამ დღეს შესაძლოა, კანონის დარღვევის სურვილი გაგიჩნდეთ. მზად იყავით ნებისმიერი სიტუაციისთვის. თუკი გონივრულად იმოქმედებთ, მოგებული დარჩებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ინტუიციას მიენდოთ.

ლომი
ეს დღე შესანიშნავია ლომებისთვის. ჯიუტი და რთული სამუშაო სიამოვნებას მოგანიჭებთ. ხოლო იმის გაგება, რომ ამ სამუშაოსთვის ფულად ანაზღაურებას მიიღებთ, ძალებს ორმაგად შეგმატებთ. მსგავსი სურათი შეინიშნება სწავლაშიც. თქვენი სიფრთხილე და კონცენტრირებულობა ხელმძღვანელობაზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს.

ქალწული
თუკი სხვა ადამიანების ინტერესებს დაიცავთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად სხვების საქმეში უნდა ჩაერიოთ. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები და კონტაქტები იმისთვის, რომ ადამიანებს დაეხმაროთ.

სასწორი
ეს დღე ტყუილთან, ილუზიასთან და აუხდენელ ოცნებებთან ასოცირდება. შესაძლოა, პრობლემებისგან დამალვა სცადოთ და მარტოობა გადაწყვიტოთ. ნუ დამალავთ თავს ქვიშაში. უმჯობესია, კი პრობლემები არ დაიგროვოთ, არამედ გონივრულად გადაწყვიტოთ.

მორიელი
ოჯახისა და მშობლების ინტერესებს პირველ პლანზე დააყენებთ. უძრავი ქონების შესახებ მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ. არ გამოირიცხება, სამსახურის დატოვება მოგიწიოთ და საოჯახო საქმეებით დაკავდეთ, მაგალითად, რემონტით ან მშენებლობით.

მშვილდოსანი
საოჯახო საქმეებს ამ დღეს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ. სწორედ ოჯახი განსაზღვრავს თქვენს გეგმებს სამომავლოდ. დროა, კარდინალური ცვლილებები მიიღოთ. დააბანდეთ ფული უძრავ ქონებაში ან მშენებლობაში.

თხის რქა
ამ დღეს არჩევანის წინაშე დადგებით: პირადი ან საზოგადო ინტერესები. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ შექმნილი სიტუაციიდან საკუთარ თავს მატერიალური კეთილდღეობა მოუტანოთ. მოერიდეთ ყველანაირ ხაფანგსა და მაქინაციას სხვების მოსატყუებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დაზარალდებით.

მერწყული
დამატებითი სტიმულების იმედი მოგეცემათ. თუკი დროულად გაჩერებას ვერ მოახერხებთ, შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ და გონივრულობისკენ მოგიწოდებენ. შეეცადეთ, დროულად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში.

თევზები
სამსახურში საინტერესო და არასტანდარტულ ადამიანებთან მოგიწევთ კონტაქტი. მათთან ურთიერთობის დროს, მოულოდნელად შემოსავლის ახალ წყაროს აღმოაჩენთ, რომელზეც ადრე არც კი გიფიქრიათ. ხელმძღვანელობა შეძლებს საკამათო სიტუაციაში სწორი გამოსავალი იპოვოს. თქვენი დავალებაა ურთიერთობების ჰარმონიზება ნებისმიერი კოლექტივის ფარგლებში, რომელთაც ერთი ინტერესი აერთიანებთ.

FB კომენტარები

კომენტარი