20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

562
SHARE

ვერძი

რთული დღეა. მოსალოდნელია პარტნიორებთან კონფლიქტი, რაც მომავალში უამრავ პრობლემას შეგიქმნით. პირად ცხოვრებაში წყენა და იმედგაცრუება გელით. სიზმარი სამი დღის შემდგ აგიხდებათ.

კურო

იმედი და საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ეს განსაკუთრებით ხელოვან მამაკაცებს ეხებათ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნისთვის.წარმატებული იქნება ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობა და ერთობლივი პროექტები.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სეირნობისთვის, ახალი კონტაქტებისა და მოგზაურობისთვის. რამდენიმე ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ, რომლის დახმარებითაც ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის საკუთარ ინტუიციას ან ახლობელ ადამიანებს მიმართეთ.

კირჩხიბი

მშვიდობისა და თანხმობის დღეა. გირჩევთ ამ დღეს სამოგზაუროდ არ გაემგზავროთ, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით. კარგი იქნება თუ მთელ დღეს სახლში გაატარებთ და ოჯახური საქმეებით დაკავდებით.

ლომი

რთული დღეა. უტაქტობამ შეიძლება პარტნიორებთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ თანდაყოლილი კეთილშობილება გამოავლინოთ. ერს ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. პირად საქმეში მოსალოდნელია იმედგაცრუება და ცრემლები.

ქალწული

მძიმე და პასიური დღეა. ეცადეთ განმარტოვდეთ და პირადი ცხოვრების პრობლემებზე იფიქროთ. დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება. სამაგიეროდ, ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა გელით. ერთმანეთით კმაყოფილები დარჩებით.

სასწორი

ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია ნერვიული სტრესი. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ ძველები დაასრულოთ. გაითვალისწინეთ, რომ უთანხმოებამ შეიძლება ურთიერთობის სრულ გაწყვეტამდე მიგიყვანოთ. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სეირნობისთვის, ახალი კონტაქტებისა და მოგზაურობისთვის. რამდენიმე ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ, რომლის დახმარებითაც ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის საკუთარ ინტუიციას ან ახლობელ ადამიანებს მიმართეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისა და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლის მეგობრობაში გადაიზარდოს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის, მიწათმოქმედებისთვის, მშენებლობისა და რემონტისთვის. ნებისმიერი სახის ფულის დაბანდება წარმატებული იქნება და სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

თევზები

ამ დღეს ნებისმიეწრი საქმეს ადვილად გაუმკლავდებით, რადგან პლანეტების მხარდაჭერა გელით. შესაძლოა, ძველმა შეტანხმებამ დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ყველა სურვილი და ოცნება აგისრულდეთ. კარგი იქნება თუ საღამოს სახლის გარეთ, სასიამოვნო გარემოში გაატარებთ.

FB კომენტარები

კომენტარი