20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

70
SHARE

ვერძი გავლენიანი ახლობლების დახმარებით ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებთ. პარტნიორები მატერიალურ მხარდაჭერას აღმოგიჩენენ. კურო დღეს საინტერესო საქმიან წინადადებებს შემოგთავაზებენ. ფინანსური საკითხების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ. ტყუპი კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის. დღის მეორე ნახევარში ზოგს მატერიალური კეთილდღეობა ელის, ზოგს მეგობრები პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან.
კირჩხიბი ახალი პროექტები უფროსთან ერთად განიხილეთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. ლომი სურვილების ასრულებას და დაწყებული საქმეების დასრულებას გავლენიანი მეგობრების დახმარებით შეძლებთ. ორშაბათამდე ახალი არაფერი წამოიწყოთ.
ქალწული დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, დაუმეგობრდით ახალგაცნობილებს. სასწორი ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. დაკისრებული საქმეები ყურადღებით შეასრულეთ. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.
მორიელი კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ლოცვისა და მედიტაციისთვის. ახლობლებს დახმარებაზე ნუ ეტყვით უარს; გაეცით მოწყალება.
მშვილდოსანი მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში კარგ შედეგებს მოგიტანთ. ზოგსაც მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრება და მხიარული დასვენება ელის.
თხის რქა მოერიდეთ აზარტულ საქმიანობას, განსაკუთრებით თუ დიდ თანხებთან გაქვთ შეხება. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. რჩევისა და დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. მერწყული სიმშვიდე შეინარჩუნეთ, უცხოებისგან (ქუჩაში გამვლელებისგან) მოსალოდნელია აგრესია, კამათი. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. არ მოტყუვდეთ.
თევზები ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მშვიდად შეხვდით ყოველივეს. დღის მეორე ნახევარში მეტად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.

FB კომენტარები

კომენტარი