20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

79
SHARE

ვერძი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აგრეთვე, მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ.

კურო
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთს საბედისწერო შეხვედრა ელის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
ჩანაფიქრების ასრულების დღეა. გართულებების გარეშე მიიღებთ სასურველს. კარგი დღეა მგზავრობისთვის, წვეულების მოსაწყობად.

კირჩხიბი 
კარგი დღეა  დაწყებული საქმეების დასასრულებლად; კომერციული გარიგებებისთვის; ყიდვა-გაყიდვისთვის. ახლობლები სასიამოვნო ცვლილებებით გაგახარებენ.

ლომი
მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად, მგზავრობისთვის, ცვლილებებისთვის. საყვარელი ადამიანისგან საჩუქარს მიიღებთ.

ქალწული
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მოსალოდნელაი სასიამოვნო ნაცნობობა. ზოგიერთს საბედისწერო შეხვედრა ელის.

სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთს ან დაქორწინებას შესთავაზებენ, ან ურთიერთობის გასერიოზულებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მორიელი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას, ბინის კეთილმოწყობას. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
სასიამოვნო ცვლილებების დღე გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ.

თხის რქა

ახალი გასართობი გამოგიჩნდევათ, საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ ან ახალ საქმიანობაში ჩაერთვებით. ახლობლებისგან დახმარებას მიიღებთ.

მერწყული
საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მისი დახმარებით მომავალში კარიერულ წარმატებას მიაღწევთ. საღამო მეგობრებთან ერთდ მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
საინტერესო მომენტებით დატვირთული დღე გელით. მოულოდნელად შეიძლება ნათესავები ან დიდი ხნის უნახავი მეგობრები გესტუმრონ.

FB კომენტარები

კომენტარი