20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

723
SHARE

ვერძი

ხელსაყრელი დღეა დაგროვილ საქმეებთან გასამკლავებლად და პოზიციების გასამტკიცებლად. გამორიცხული არ არის, სასწრაფო საქმეების კეთების დროს ინიციატივისა და პრინციპულობის გამოჩენა მოგიხდეთ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ემოციურობა და მოუთმენლობა საქმეს მხოლოდ გაართულებს.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს პარტნიორებთან და ნათესავებთან ურთიერთობა გაგირთულდეთ. მოსალოდნელია წყენა, ურთიერთბრალდებები და კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ეცადეთ, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეალური ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება თქვენივე წარმოდგენებისგან.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია უხეშობა და გაუგებრობა. მცირე კამათი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, დღის მეორე ნახევარში ვითარება შეიცვლება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ, ეს ახლა ორივესთვის სასარგებლოა.

კირჩხიბი

ერიდეთ უხეშობას და მკვეთრ მოქმედებებს. ნურავის უამბობთ საკუთარი გეგმების შესახებ, რადგან ამით არაკეთილმოსურნეთა ყურადღებას მიიქცევთ. ხელსაყრელი დღეა ბავშვებთან ერთად ბუნებაში სასეირნოდ.

ლომი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, ისევე როგორც შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი და ინტუიცია. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. თქვენი ღირსებები სათანადოდ დაფასდება. ეს დღე პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს გპირდებათ. სასიყვარულო და სექსუალური კავშირები სიხარულს მოგანიჭებთ. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით – სწრაფი წარმატების და აღიარების სურვილმა შეიძლება დაგაზარალოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია ახალი, რომანტიკული ისტორია. სასურველია დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ.

მორიელი

ეს დღე სასიცოცხლო ენერგიის შემცირებისა და მატერიალური კეთილდღეობის კლების ნიშნით ჩაივლის. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ფინანსური სირთულეები გელით, ამიტომ ფულის დანაზოგი შექმენით. მოსალოდნელია ოჯახის უფროს წევრებთან კონფლიქტი. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ბუნებაში აქტიური დასვენებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა ცნობამ მომავლის გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ გულუხვობა და დიდსულოვნება გამოიჩინოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საკუთარი პოზიციების გამტკიცებისთვის. თქვენი ემოციურობა შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრების დახმარების გარეშე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ.

მერწყული

სულიერი დაცემის დღეა. ერთგვარი დაბნეულობა და მოუსვენრობა პროფესიულ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება. გირჩევთ მთელი ძალები გარეშე, ნეგატიური ენერგეტიკისგან გათავისუფლებისკენ მიმართოთ. სასურველია საღამოს სანთლის შუქზე გატარება.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, მოგზაურობისა და ახალი ადგილების მონახულებისთვის. ახლა ყველაზე მეტად დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა ცნობამ მომავლის გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ გულუხვობა და დიდსულოვნება გამოიჩინოთ.

FB კომენტარები

კომენტარი