ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, 2 PAC-ის დედა აფენი შაკური 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, შაკური გულის შეტევით გარდაიცვალა. შეტევა მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაემართა. 2 PAC-ის დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.