2 წლის ლაქი, რომელმაც ბავშვი გიურზასგან იხსნა, თავს კარგად გრძნობს (ვიდეო)

გმირი ძაღლი, 2 წლის ლაქი, რომელმაც ხუთი წლის ბავშვი შხამიანი გველისგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს.

ლაქიმ ტაბახმელაში, ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში საქართველოში გავრცელებული ყველაზე შხამიანი გველი შენიშნა და ყეფა ატეხა, ამით ბავშვი იხსნა, თუმცა, გველმა ძაღლისთვის კბენა მოასწრო. ლაქის შესაბამისი დახმარება გაეწია და ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს.

წყარო: “იმედინიუსი”

კომენტარები

სხვა სიახლეები