2 წლის კირა ბაძაღუას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ტვინის იშვიათი წარმონაქმნი – ჰიპოთალამური ჰამარტომა დაუდგინდა.
“კირა ჩემი მეგობრების ნიცას და ნიკოლოზის შვილია და მას განსაკუთრებული ღიმილი აქვს.
და ჩვენ ახლა ვიბრძვით, რომ ის მუდამ იღიმოდეს..
სულ ახლახანს და მოულოდნელად მას თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნი – ჰიპოთალამური ჰამარტომა დაუდგინდა.
ეს არის ტვინის იშვიათი წარმონაქმნი, რომელიც ბავშვის ზრდასთან ერთად პროგრესირებს, იწვევს ეპილეფსიურ შეტევებს და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
კირას გადაუდებლად ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება. ერთადერთი კლინიკა, სადაც ეს შესაძლებელია, Rothschild Foundation Hospital (საფრანგეთი) გახლავთ.
მხოლოდ ოპერაციის ღირებულება შეადგენს 64,600 ევროს.
კირას ოჯახმა და მეგობრებმა შეძლეს თანხის ნაწილის მოგროვება, ჯანდაცვის სამინისტროსგანაც მიიღეს 10,000 ევროს დაფინანსება, თუმცა ეს საკმარისი არ არის…
ამ ეტაპზე შეგროვებულია მხოლოდ 50% და მარტის ბოლომდე უნდა მოვაგროვოთ დარჩენილი თანხა, რომ ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს.
გთხოვთ, გავერთიანდეთ კირასთვის
ერთად ყველაფერს შევძლებთ! 🩷
🔹 თიბისი ბანკი: #GE53TB7308945068100009
📌 მიმღები: ნიცა ბუხნიკაშვილი (დედა)
🔹 საქართველოს ბანკი: #GE63BG0000000538430089
📌 მიმღები: ნიკოლოზ ბაძაღუა (მამა)
🌸 მადლობა სიკეთისთვის” – წერს ოჯახის მეგობარი სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები