2 წლის ბავშვმა გველს შურისძიების მიზნით უკბინა და მოკლა

2 წლის ბავშვმა გველს შურისძიების მიზნით უკბინა და მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.  შემთხვევა თურქეთში, სოფელ კანტარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  პატარა გოგონა, რომლის ინიციალებია ს.ე.  სახლის უკანა ეზოში თამაშობდა, როცა მას ტუჩზე გველმა უკბინა. საპასუხოდ გოგონამ გველი დაიჭირა და უკბინა.

როცა მეზობლები მივიდნენ, გოგონას  თითქმის 50 სმ გველი კბილებით ეჭირა. ბავშვს პირველადი დახმარება იქვე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები