2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს საკუთარი მიღწევებით იამაყებთ. გამარჯვება კოლეგებთან ერთად უნდა იზეიმოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც წარმატების მიღწევაში ხელი შეგიწყოთ. საღამო ახლობელი ადამიანების გვერდით გაატარეთ.

კურო
გადაწყვეტილების მიღებისას ემოციები უნდა “გამორთოთ” და ისე მიიღოთ საღი გადაწყვეტილება. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და უმნიშვნელო დეტალებსაც კი დიდი ყურადღება მიაქციეთ.

ტყუპი
დღეს შეიძლება ახალი ჰობი ან გასართობი გამოგიჩნდეთ და საქმეების მიუხედავად, დრო მისთვისაც გამოყავით. ახალ ამბებს მთელი დღის განმავლობაში, მგზავრობის დროსაც, მოისმენთ. ზოგიერთები მატერიალურ გასამრჯელოს ან საჩუქარს მიიღებენ.

კირჩხიბი
დილიდან უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და დაკვირვებულად იმუშავეთ, ყველაფერს გაუმკლავდებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უფროსთან ერთად განიხილეთ.

ლომი
ზოგიერთს დაწინაურება, ხელფასის მომატება ელის. მთელ დღეს გენიალური და ორიგინალური იდეები განხილვა-შემუშავებაში გაატარებთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს და დრო მხიარულად გაატარეთ.

ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დაეხმარეთ მეგობრებს დაგროვილი საქმეების მოგვარებაში. თავად კი შეიძლება გამოცდილი ადამიანის რჩევა დაგჭირდეთ.

სასწორი
ზოგიერთს ახალ სამსახურში გადასვლა, ზოგსაც დაწინაურება ელის. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. რომელიც მომავალში თქვენი ან ბიზნეს ან სასიყვარულო პარტნიორი გახდება.

მორიელი
დღეს მოსალოდნელია კომპლიმენტები და შექება. ახალ ნაცნობებს გაიჩენთ, რომლებიც პერსპექტიულ საქმიანობაში შემოგთავაზებენ ჩართვას. კარგი დღეა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეებისა და საოჯახო საზრუნავის მიუხედავად საყვარელ ადამიანს მზრუნველობასა და სიყვარულს ნუ მოაკლებთ. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის საძიებლად.

თხის რქა
მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას; პირიქით, გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება, რადგან რთულ მომენტებში მათ დახმარება სთხოვოთ. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება.

მერწყული
საინტერესო დღე გელით. მოსალოდნელია ახალი პარტნიორების გაცნობა, საღამოს ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრა. ზოგიერთი მოაგვარებს ფინანსურ საკითხებს. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას.

თევზები
დღეს წარსულში შესრულებული საქმისთვის ჯილდოს, დაფასებას მიიღებთ. ზოგიერთს დაწინაურება და ხელფასის მომატება ელის. გაგიუმჯობესდენათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს მოსაწყენად არ გეცლებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები